გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
239
20/12/2006
სსმ, 172, 22/12/2006
000000000.00(0).000.000000
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/12/2006 - 12/04/2008)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №239

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „გამარტივებული სა­ბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვე­ვებისა და წესების შესახებ“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრი­დან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ინსტრუქცია

გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“ ინსტრუქცია ადგენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავებისას გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) წარ­დგე­ნის შემთხვევებსა და მისი შევსების წესებს.

    მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

ა) დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლა­რირებას ახორციელებს თავისი სახელით, ან პირი, რომლის სახელი­თაც ხორციელდება საბაჟო დეკლარი­რება;

ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახე­­ლების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ, ერთი მიმღების მისამართით, ერთი ხელშეკრუ­ლების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუ­შავების ოპერაციებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუა­ლებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუ­მენტების რაოდენობისა;

გ) საბაჟო პროცედურების გამარტივება – საბაჟო კონ­ტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო პრო­ცედურის დიფერენცირებულად განხორციე­ლება ამ ინსტრუქ­ციით მითითებულ შემთხვევებში, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების გზით;

დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია – საბაჟო პრო­ცე­­დურების გამარტივების მიზნით განსაზღვრული საქონ­ლის დეკლარირების დროს გამოყენებული გამარ­ტივებული საბაჟო დეკლარაცია, რომელიც გამოიყენება ამ ინსტრუქციით დადგე­ნილ შემთხვევებში და მისი სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევების გათვალისწი­ნებით;

ე) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგა­ნოში წარდგენის შემთხვევები – ამ ინსტრუქციით დადგე­ნილი გარემოებები, რომელთა დროსაც წარმოი­შობა გამარტი­ვებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება.

    მუხლი 3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანი

გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანია საქონელბრუნვის ზრდა, საბაჟო დამუშავების ოპერა­ციების განხორციელებისათვის დახარჯული დროის შემცი­რება, წარსადგენი დოკუმენტების რაოდე­ნობის შემცი­რება და ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგებზე სწრაფი რეაგირება.

    მუხლი 4. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები

1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგა­ნოში შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგ შემ­თხვევებში:

ა) ავარიისა და დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, მეწყერ­ი, წყალდიდობა, ხანძარი და სხვ.) შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული ჰუმანიტარუ­ლი ხასიათის მქონე საქონ­ლის შემოტანის დროს;

ბ) საგანგებო სიტუაციებში, ავარიებისა და წვრთნისას შესაბამისი ტექნიკის დროებითი შემოტანის დროს.

2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თითოეული შემთხვევის არსებობისას დეკლარაციის წარ­დგენა ხდება მხოლოდ საბაჟო ორგანოს თან­ხმობით.

3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ წარედ­გი­ნება აქციზურ საქონელზე.

    მუხლი 5. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება

1. დეკლარანტს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში დადგენილი ერთ-ერთი შემთხვევის დროს გამარტივებუ­ლი საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება შეაქვს საბაჟო ორგანოში. წერილობითი განცხადება უნდა შეიცავ­­დეს ინფორმაციას საქართველოს საბაჟო საზ­ღვარ­ზე გადასაადგილებელი საქონლისა და ამ ინსტრუქ­ციის მე-4 მუხლით განსაზღვრული შემთხვევის შესახებ.

2. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლა­რანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლა­რაციის შევსების თაობაზე.

    მუხლი 6. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე საბაჟო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა

ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო დეკლარანტის წერილო­ბით განცხადებას განიხილავს და წერილობით თან­ხმობას იძლევა განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.

    მუხლი 7. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის წესები

გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ფორმა და წარდგენის წესები იგივეა, რაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირ­თო-საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში.

    მუხლი 8. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები

1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები განი­საზღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ერთიანი ფორმა გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებულ ყველა შემთხვევაში, საქონლის სახეობისა და საქონლის გადა­საადგილებელი პირის მიუხედავად.

    მუხლი 9. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი

1. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.

2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება ქარ­თულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.

3. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე.

    მუხლი 10. დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. დეკლარანტი გამარტივებული საბაჟო დეკლა­რაციის შევსებისას ავსებს: A, 1, 2, 8, 14, 15, 15-ა, 17, 17-ა, 18, 19, 21, 29, 31, 44, 47, 49, 54 გრა­ფებს.

2. გრაფა A – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთ­ნიშნა ციფრული კოდი და დასახელება „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (შემდგომში – კლასი­ფიკატორი) შესაბამი­სად, რომელიც იღებს დეკლა­რაციას.

3. გრაფა 1. „დეკლარაცია“ – პირველ განყოფი­ლებაში ჩაიწერება საბაჟო რეჟიმის დასახელება, მეორეში აღინიშნება მისი კოდი კლასიფიკატორის შესა­ბამისად.

4. გრაფა 2. „ექსპორტიორი“ – აღინიშნება საქონ­ლის გამომგზავნის რეკვიზიტები – იურიდიული პირის ან მისი სტრუქ­ტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვვაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.

5. გრაფა 8. „იმპორტიორი“ – აღინიშნება საქონ­ლის მიმღების რეკვიზიტები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი; თუ საქონლის მიმღები ფი­ზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუ­მენტის ნომერი, ხოლო ფიზიკური პირი – არარეზი­დენტის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები ფიზიკური პირი – არარეზიდენტის ცხრანიშნა საიდენტი­ფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასა­ხა­დო ინსპექ­ციის მიერ. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრა­ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექ­ციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირისათვის საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენ­ტი­ფიკაციო ნომ­რის მინიჭება, მაშინ „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით – XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბა­მისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგალითად, თუ პირადობის მოწმობაში არის Nგ0251194, მაშინ „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.

6. გრაფა 14. „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – აღინიშ­ნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახა­დო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს „იხ. გრაფა 8“.

7. გრაფა 15. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონ­ლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფი­კატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა გა­ნი­საზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანი­ლი ცნობების საფუძ­ველზე, რომელთა თანახმად ხორ­ციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლა­რირებისას გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრე­ბი დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.

8. გრაფა 15-ა. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – აღინიშ­ნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფი­კატორის შესაბამისად.

9. გრაფა 16. „წარმოშობის ქვეყანა“ – აღინიშნება საქონ­ლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფი­კატორის შესაბამისად. თუ შეუძლებელია საქონ­ლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში ჩაიწერება – „უცნობია“.

10. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა“ – აღინიშნება დანიშ­ნულების ქვეყნის მოკლე დახასიათება კლასიფიკატორის შესაბამისად.

11. გრაფა 17-ა. „დანიშნულების ქვეყნის კო­დი“ – აღინიშ­ნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფი­კატორის შესაბამისად.

12. გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება დანიშ­ნულების ადგილზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღი­ნიშნება სატრან­სპორტო საშუალების მონაცემები, რომ­ლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალე­ბის დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგის­ტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილე­ბაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლო­ბელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბა­მისად. გრაფის სრულ­ყოფილად შევსების შეუძლებ­ლობის შემთხვევაში კეთდება მითითება „იხილეთ უკანა გვერდზე“, სადაც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.

13. გრაფა 19. „კონტეინერი“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაციის 31-ე გრაფაში;

ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.

14. გრაფა 21. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუა­ლებათა მონაცემები, რომლები­თაც საქონელი მიწოდე­ბულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრან­სპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრან­სპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფი­ლებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბამი­სად.

15. გრაფა 29. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდა­ნაც შემოვიდა საქონელი საქართველოში კლასიფი­კა­ტო­რის შესაბამისად.

16. გრაფა 31. „საქონლის აღწერა და რაოდენო­ბა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითო­ეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგი­ლების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცე­მები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოე­ბის, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინე­რე­ბით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდე­ნობა და წილადის ხაზის შემდეგ – მა­­თი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონ­ტეი­ნერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – „ნაწილი“. აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებ­ლები.

17. გრაფა 44. „დამატებითი ინფორმაცია“ – აღი­ნიშ­ნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენ­ტაციის დასახელება და ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კლასიფიკატორის შესაბამისად.

18. გრაფა 47. „გადასახდელების გამოთვლა“ – სა­ბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბა­ჟო გადასახ­დელების სახეობების მიხედვით დეკლა­რა­ციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხა­დებულ საქონელზე ცალ-ცალკე:

ა) გრაფის პირველ სვეტში – „სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 4-ის შესა­ბამისად;

ბ) გრაფის მეორე სვეტში – „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწე­რება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) გრაფის მესამე სვეტში – „განაკვეთი“ – აღინიშ­ნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი;

დ) გრაფის მეოთხე სვეტში – „თანხა“ – აღინიშნება გამო­ან­გარიშებული გადასახდელების თანხა;

ე) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამის“ გასწვრივ აღინიშნება მეოთხე სვეტში – „თანხა“ – გამოანგარიშე­ბული გადასახ­დელების თანხების ჯამი.

19. გრაფა 49. „საწყობის დასახელება“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერა­ციებამდე საქონელი იყო საბაჟო საწყობის რეჟიმში ან დრო­ებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.

20. გრაფა 54. „ადგილი და თარიღი, დეკლარან­ტი“ – გრაფაში მიეთითება გამარტივებული საბაჟო დეკ­ლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. დეკლა­რაციის მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დას­მით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დეკლა­რა­ციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორ­მაციის სისწორეს.

    მუხლი 11. საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი

1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს B და A გრაფების მეორე აბზაცს (სადაც უნდა მიეთითოს გამარ­ტივებული საბაჟო დეკლარაციის ნომე­რი და თარიღი), B გრაფის პუნქტებს შეფასების ნომ­რისა და გარანტიის პუნქტების გარდა და D გრაფას.

2. A გრაფის მეორე აბზაცში საბაჟო ორგანო აღნიშნავს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს. ნომერი მოწმდება საბაჟო სტატისტიკის სამსახურის მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.

3. B გრაფა. „გადახდის სახე“ – აღინიშნება შეფა­სების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.

4. D გრაფა. – ისმება საბაჟო კონტროლის განხორ­ციელების დამადასტურებელი საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“, ან „გაშვება აკრძალულია“. დამ­ღაში მითითებულ ადგილზე საბაჟო ორგანოს პასუ­ხის­მგებელი მოხელე ხელს აწერს და მიუთითებს საბა­ჟო დამუშავების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხე­ლის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გა­დაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე ან არგაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწე­რა შესრულე­ბული უნდა იყოს გარ­კვევით. სრულყოფი­ლად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.