დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 06/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.010.10.003.001.057 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №101
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
,,გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №239 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხ. 2314) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“ და №1 დანართი (საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის შესახებ მონაცემები).“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“ ინსტრუქციის 1–9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“ ინსტრუქცია ადგენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) სახეებს, წარდგენის შემთხვევებსა და მისი შევსების წესებს.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანია საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის დახარჯული დროის შემცირება, საგანგებო სიტუაციის შედეგებზე სწრაფი რეაგირება, მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენცია.
მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;
ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ, ერთი მიმღების მისამართით, ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა;
გ) საბაჟო პროცედურების გამარტივება – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის დიფერენცირებულად განხორციელება ამ ინსტრუქციით მითითებულ შემთხვევებში, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების გზით;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია – საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით განსაზღვრული საქონლის დეკლარირების დროს გამოყენებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, რომელიც გამოიყენება ამ ინსტრუქციით დადგენილი შემთხვევების გათვალისწინებით;
ე) საგანგებო სიტუაცია – ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურებების, აგრეთვე დაზიანების, საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზარალდება მოსახლეობა და ზიანდება ბუნებრივი გარემო.
მუხლი 3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
მუხლი 4. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას;
ბ) საგანგებო სიტუაციებში, ან წვრთნების ჩატარების დროს, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის საქართველოში დროებითი შემოტანისას;
გ) სხვა ქვეყნებში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება აქციზურ საქონელზე.
მუხლი 5. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას (ტერიტორიიდან გატანისას) გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო პროცედურები
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების დროს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას (ტერიტორიიდან გატანისას) მის მიმართ შესაბამისი საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი გამარტივებული საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) აღრიცხვის მოწმობის გამოწერა.
2. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას:
ა) საქონელი თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად პირდაპირ წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს;
ბ) იმ შეთხვევაში, თუ საქონელს არ ახლავს ზოგადი დეკლარირებისათვის წარსადგენი დოკუმენტები, საქონლის გადამაადგილებელი პირი ვალდებულია წარადგინოს წერილობითი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ამ ინსტრუქციის №1 დანართის შესაბამისად;
გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანო წარდგენილი საქონლის მიმართ აღრიცხვის მოწმობის გამოწერას (ექსპორტის დროს – აგრეთვე მოწმობის დახურვასაც) ახორციელებს დაუყოვნებლივ „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 6. საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოში განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები
1. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი წესით საქონლის გაშვებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოს წარედგინება გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია.
2. დეკლარაცია შეივსება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილი წესით.
3. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების ან წვრთნების ჩატარების მონაწილე ორგანიზაცია (დეკლარანტი) ვალდებულია, საბაჟო ორგანოს სრულად წარუდგინოს საქონლის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), ან საქონლის დროებითი შემოტანის, ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმების გამოყენებისათვის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად საბაჟო ორგანოს წარედგინება:
ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე.
მუხლი 7. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ფორმა
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით განსაზღვრული ფორმით ამ ბრძანებით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
2. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საქონლის წარმდგენ საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.
4. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტიისათვის.
მუხლი 8. დეკლარანტის მიერ დეკლარაციის გრაფების შევსების წესი
1. დეკლარანტი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს: A, 1, 2, 8, 14, 15, 15-ა, 17, 17-ა, 18, 19, 21, 29, 31, 44, 47, 49, 54 გრაფებს.
2. გრაფა A – აღინიშნება საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის, საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული №15 დანართით გათვალისწინებული ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (შემდგომში – კლასიფიკატორი) შესაბამისად.
3. გრაფა 1. „დეკლარაცია“ – პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო რეჟიმის დასახელება, მეორეში აღინიშნება მისი კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
4. გრაფა 2. „ექსპორტიორი“ – საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში საქონლის გაცხადებისას აღინიშნება საქონლის გამომგზავნის, ხოლო საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადებისას – გამგზავნის რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 8. „იმპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი; თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, ხოლო ფიზიკური პირი – არარეზიდენტის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები ფიზიკური პირი – არარეზიდენტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირისათვის საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით – XXYYYYYYY, სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგალითად, თუ პირადობის მოწმობაში არის Nგ0251194, მაშინ ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი _ 030251194.
6. გრაფა 14. „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვვაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს „იხ. გრაფა 8“ (იმპორტისა და დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში საქონლის გაცხადების დროს) ან „იხ. გრაფა 2“ (ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადების დროს).
7. გრაფა 15. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
8. გრაფა 15-ა. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
9. გრაფა 16. „წარმოშობის ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის შესაბამისად. თუ შეუძლებელია საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში ჩაიწერება _ „უცნობია“.
10. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა“ – აღინიშნება იმ ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის №3 ნაწილის შესაბამისად, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება, როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა, რომელშიც მოიხმარება, გამოიყენება და/ან გადამუშავდება საქონელი.
11. გრაფა 17-ა. „დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის №3 ნაწილის შესაბამისად.
12. გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ _ მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის №3 ნაწილის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – „000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთდება მითითება – „იხილეთ უკანა გვერდზე“, სადაც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
13. გრაფა 19. „კონტეინერი“ – გრაფაში აღინიშნება:
ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაციის 31-ე გრაფაში;
ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.
14. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა (იმპორტის) და დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში საქონლის გაცხადებისას საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე ან რომლითაც ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადებისას საქონელი ფაქტობრივად გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, საგზაო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი, კლასიფიკატორის №3 ნაწილის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – „000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთდება მითითება – „იხ. უკანა გვერდზე“. დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
15. გრაფა 29. „საბაჟო საგუშაგო საზღვარზე“ – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, კლასიფიკატორის №2 ნაწილის შესაბამისად:
ა) საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (იმპორტისა და დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმების დროს);
ბ) საიდანაც უნდა გავიდეს საქონელი (ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს).
16. გრაფა 31. „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი“. აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები.
17. გრაფა 44. „დამატებითი ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტაციის დასახელება და ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კლასიფიკატორის შესაბამისად.
18. გრაფა 47. „გადასახდელების გამოთვლა“ – საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბაჟო გადასახდელების სახეობების მიხედვით დეკლარაციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხადებულ საქონელზე ცალ-ცალკე:
ა) გრაფის პირველ სვეტში – „სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის №4 ნაწილის შესაბამისად;
ბ) გრაფის მეორე სვეტში – „დასაბეგრი ბაზა“– ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) გრაფის მესამე სვეტში – „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი;
დ) გრაფის მეოთხე სვეტში – „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხა;
ე) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამის“ გასწვრივ მეოთხე სვეტში – „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხების ჯამი.
19. გრაფა 49. „საწყობის დასახელება“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციებამდე საქონელი იყო საბაჟო საწყობის რეჟიმში ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.
20. გრაფა 54. „ადგილი და თარიღი, დეკლარანტი“ – გრაფაში მიეთითება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. დეკლარაციის მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
მუხლი 9. საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი
1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს B და A გრაფების მეორე აბზაცს (სადაც უნდა მიეთითოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი), B გრაფის პუნქტებს შეფასების ნომრისა და გარანტიის პუნქტების გარდა და D გრაფას.
2. A გრაფის მეორე აბზაცში საბაჟო ორგანო აღნიშნავს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს. ნომერი მოწმდება საბაჟო სტატისტიკის სამსახურის მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.
3. B გრაფა. „გადახდის სახე“ – აღინიშნება შეფასების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.
4. D გრაფა. – ისმება საბაჟო კონტროლის განხორციელების დამადასტურებელი საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“ ან „გაშვება აკრძალულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ხელს აწერს და მიუთითებს საბაჟო დამუშავების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვების ან არგაშვების შესახებ. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.“.
3. ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-10 და მე-11 მუხლები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი №1
მონაცემები
საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის შესახებ
| 1. დეკლარანტი (გვარი, სახელი, პასპორტის ან მართვის მოწმობის მონაცემები) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. ექსპორტიორი |
|
|
| 3. იმპორტიორი |
|
|
| 4. გამომგზავნი ქვეყანა |
|
|
|
|
|
|
| 5. დანიშნულების ქვეყანა |
|
|
|
|
|
|
| 6. სატრანსპორტო საშუალება (დასახელება, სახ. ნომერი) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7. შევსების თარიღი და დრო, დეკლარანტის ხელმოწერა, არსებობის შემთხვევაში – ბეჭედი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8. მიიღო (საბაჟო მოხელის ბეჭდის ადგილი) |
|
|
|
|
|
|
| 9. საქონლის დასახელება |
|
|
| 10. საქონლის რაოდენობა |
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები