დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/01/2006 - 16/06/2006)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №21
2006 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიენიჭოს უფლებამოსილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასცეს შემდეგი ლიცენზია და ნებართვები:
ა) სასარგებლო წიაღისეულის (მხოლოდ საშენი მასალების) მოპოვების ლიცენზია;
ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების ნებართვა;
გ) ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვების ნებართვა;
დ) ნადირობის ნებართვა.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) დაამტკიცოს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საშენ მასალათა ნუსხა ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები