დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 113 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 20/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.10.003.000.495 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №113
2006 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
,,ე) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია – მოკლევადიანი (1 წლამდე, მათ შორის სეზონური) ტყითსარგებლობისათვის“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები