დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 136, 24/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/11/2005 - 19/09/2007)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №211
2005 წლის 23 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს დებულება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემის პროცესს – განსაზღვრავს ნებართვის გამცემ ორგანოს, წესსა და პირობებს.
2. დებულების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.
მუხლი 2. ნებართვის გამცემი ორგანო
საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვას გასცემს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).
მუხლი 3. ნებართვის გაცემის წესი
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს წარუდგენს განცხადებას. განცხადების ფორმა და შინაარსი, აგრეთვე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
2. ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საბუთების გარდა ნებართვის გამცემს დამატებით წარუდგენს:
ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონში და რა სახის საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვას მოითხოვს მაძიებელი;
ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დროიდან, რა ტიპის საჰაერო ხომალდით (ხომალდებით) შესრულდება საავიაციო სამუშაოები;
გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ასლს;
დ) ნებართვის მაძიებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ პოლისებს ან ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს (როდესაც მაძიებელი საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველია), მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის მოქმედებით;
ე) საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატს (თუ ნებართვის მაძიებელი უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველია).
მუხლი 4. სანებართვო მოწმობის ფორმა
სანებართვო მოწმობის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ნებართვის გამცემი.
მუხლი 5. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 6. ნებართვის მოქმედების ვადა
საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა გაიცემა უვადოდ.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
დებულების ამოქმედებიდან საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები