ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების ზოგიერთ სიძნელეთა დაძლევის შესახებ

  • Word
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების ზოგიერთ სიძნელეთა დაძლევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/03/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.002.000571
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
141
17/03/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1997
310010010.05.002.000571
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების ზოგიერთ სიძნელეთა დაძლევის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/1997 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 141

1997 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების ზოგიერთ სიძნელეთა დაძლევის შესახებ

ოთხი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი) პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მიერ ტვირთის მოზიდვის მიზნით გაწეული მუშაობის შედეგად მიმდინარე წლის იანვრიდან შესამჩნევად მოიმატა ტვირთბრუნვამ ევროპა-ამიერკავკასია-შუა აზიის სატრანსპორტო დერეფანში, რასაც მოწმობს უკანასკნელ ხანს ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ყოველდღიურად შემოსული 10-12 გემი. მათი დაცლის და ტვირთის რკინიგზით გადმოზიდვა, განსაკუთრებით ბათუმის ნავსადგურიდან გაძნელებულია წევის ქვესადგურებისათვის (პირველ რიგში სამტრედია-ბათუმის უბანზე) ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო.

რკინიგზის უბნების გამტარობის უნარის გაზრდის აუცილებლობა განპირობებულია აგრეთვე „შევრონის“ ნავთობის რკინიგზით გადაზიდვის დაწყებით, რაც ახლო მომავალში ინტენსიურად მოიმატებს.

რკინიგზის ელექტროწევის ობიექტების შეუფერხებლად მომარაგების მიზნით:

1. სახელმწიფო კომპანია „საქენერგომ“ (ვ. მეტრეველი) უზრუნველყოს რკინიგზის წევის ქვესადგურების ელექტროენერგიით შეუფერხებელი მომარაგება და დააწესოს მისი შესრულების ყოველდღიური კონტროლი.

2. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა (ა. ჩხაიძე) მკაცრად დაიცვას „შევრონის“ ნავთობის მარშრუტების გასატარებლად შემუშავებული სპეციალური გრაფიკი. აღნიშნული გრაფიკის დარღვევის ყოველი ფაქტი მიიჩნიოს საგანგებო შემთხვევად.

3. ბათუმის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ (ზ. ცეცხლაძე) უზრუნველყოს „შევრონის“ ნავთობით დატვირთული ცისტერნების დროული დაცლა და რკინიგზის სადგურში შეუფერხებელი დაბრუნება.

4. მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა და შესაბამისი რაიონების გამგეობების თავმჯდომარეებმა პირადი პასუხისმგებლობით მკაცრად დაიცვან სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ მიერ გამოყოფილი ლიმიტები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რკინიგზის წევის ქვესადგურების შეუფერხებელი ენერგომომარაგება, არ დაუშვან რკინიგზისათვის გამოყოფილი ელექტროენერგიის ხარჯზე რაიონების სხვა მომხმარებლების მომარაგება.

5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოთ შესაბამის მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს.

ე. შევარდნაძე