დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/01/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 31/01/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.05.002.000508 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/01/1997 - 15/03/2001)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №45
1997 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის შექმნის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ენის ფუნქციონირების, ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის, ენობრივ ურთიერთობათა სფეროში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფის, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის საქმიანობის უკეთ ორგანიზების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა.
2. ენის სახელმწიფო პალატის ცენტრალური აპარატი განისაზღვროს 20 საშტატო ერთეულით (ტექნიკური პერსონალის ჩათვლით).
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) ენის სახელმწიფო პალატის შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები გაითვალისწინოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. დაევალოთ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურსა (ი. ანდრიაძე) და ქ. თბილისის მერიას (ბ. შოშიტაიშვილი) ენის სახელმწიფო პალატის შესაბამისი სამუშაო ფართობითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა.
5. ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარემ ორ კვირაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად:
ა) ენის სახელმწიფო პალატის დებულება;
ბ) ენის სახელმწიფო პალატის სტრუქტურა;
გ) ენის სახელმწიფო პალატის ხარჯთაღრიცხვის პროექტი.
6. დაევალოთ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, სამინისტროებსა და უწყებებს შესაბამისი რეგიონალური სტრუქტურების შექმნით ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ენის სახელმწიფო პალატის საქმიანობას.
7. ენის სახელმწიფო პალატის რეგიონალური ქვედანაყოფები ჩამოყალიბდეს ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით (ორმაგი დაქვემდებარების წესით).
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები