საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 19/03/2001
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000000
  • Word
97
15/03/2001
სსმ, 25, 19/03/2001
010340000.05.002.000000
საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 97

2001 წლის 15 მარტი

ქ. თბილის

საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ

„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის 687-რს კანონის საფუძ­ველზე და „საქართველოს ენის სახელმწიფო პალატისადმი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 1999 წლის 4 თებერვლის 77 განკარგულების მე-8 პუნქტის შესრულების მიზნით:

1. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ცენტრალური აპარატისა და ადგილობრივი სამსახურების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნას ენის სახელმწიფო პალატის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა.

2. „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ენის სახელმწიფო პალატის თანამშრომელთა რაოდენობა (ადგილობრივი სამსახურების ჩათვლით) განისაზღვროს 220 საშტატო ერთეულით და მისი დაფინანსება განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) სტრუქ­ტურული რეორგანიზაციის დროულად და ჯეროვნად განხორ­ციელების მიზნით, ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, საქართველოს ენის სახელმწიფო პალატას აღმოუჩინოს მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა.

4. დაევალოთ აჭარისა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოებს, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ ენის სახელმწიფო პალატის სამსახურებს შესაბამისი სამუშაო ფართობების გამოყოფის, საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

5. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატამ (ლ. ღვინჯილია) უახლოეს ერთ თვეში წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ენის სახელმწიფო პალატის დებულებაში სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

6. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ერთიანი ცენტრალიზებული სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გაუქმდეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 24 იანვრის 45 ბრძანებულების მე-7 პუნქტის საფუძველზე შექმნილი ორმაგ დაქვემდებარებაში არსებული სამსახურები.

ე. შევარდნაძე