საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის (პირობების) დამტკიცების შესახებ

  • Word
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის (პირობების) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5/2011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 08/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110411020, 12/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320010.15.008.016008
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5/2011
08/04/2011
ვებგვერდი, 110411020, 12/04/2011
010320010.15.008.016008
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის (პირობების) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/04/2011 - 02/03/2012)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 5/2011

��� 2011 წლის 8 აპრილი

. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის (პირობების) დამტკიცების შესახებ

�საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �1� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული �საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესი (პირობები)�.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 2 თებერვლის №2/2006 დადგენილება �საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი � გ. მჭედლიძე

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესი

თავი I. ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� და საქართველოს კანონის �საჯარო სამსახურის შესახებ� შესაბამისად და განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზების საკითხებს, ჩატარების წესსა და კონკურსის პირობებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.

3. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე.

მუხლი 2. კონკურსის მიზანი, ამოცანები და ჩატარების პრინციპები

1. კონკურსის მიზანია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევ მაღალკვალიფიციურ პირთა შერჩევა.

2. კონკურსის ამოცანას წარმოადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლო�ბე�ბისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებ�თან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.

თავი II. საკონკურსო კომისია

��� მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში შედიან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს 12 წევრი.

��� მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი

საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი�, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით და წინამდებარე წესით.

��� მუხლი 5. შესარჩევი კონკურსის სამდივნო

1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ცესკო განკარგულებით ქმნის შესარჩევი კონკურსის სამდივნოს (შემდგომში სამდივნო).

2. სამდივნო იქმნება ცესკოს აპარატის თანამშრომლებისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

3. სამდივნო:

ა) უზრუნველყოფს კონკურსის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და რეგისტრაციას;

ბ) რეგისტრაციის შემთხვევაში შესარჩევი კონკურსის სამდივნო გასცემს საკონკურსო ფურცელს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სარეგისტრაციო ნომერი;

გ) წარუდგენს საკონკურსო კომისიას კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციას საბუთების მისაღებად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ.

დ) უზრუნველყოფს შესაბამისი პირის წერილობით ინფორმირებას კონკურსის შედეგების თაობაზე;

4. სამდივნოს საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ცესკოს მიერ დანიშნული ცესკოს წევრი.

5. სამდივნოს უფლებამოსილება უწყდება მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთანავე.

თავი III. კონკურსი

��� მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსის გამოცხადება ხდება საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოქმნილი ვაკანსიის შევსების მიზნით.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

3. კონკურსი ცხადდება და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების თარიღები დგინდება ცესკოს განკარგულებით.

4. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ ქვეყნდება ცესკოს ვებ-გვერდსა და ბეჭდვით ორგანოში.

5. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, ვაკანსიის რაოდენობა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

ბ) კანდიდატებისათვის წაყენებული მოთხოვნები;

გ) აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;

დ) საკონკურსო კომისიის მისამართი, ტელეფონის ნომერი.

6. კანდიდატი კონკურსში მონაწილედ ჩაითვლება ამ წესის შესაბამისად სამდივნოში საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის შემდეგ.

7. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით) ან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.

8. ცესკო კანდიდატთა საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით აქვეყნებს კანდიდატთა სიას.

��� მუხლი 7. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილე კანდიდატის რეგისტრაციისთვის წაყენებული მოთხოვნები

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სამდივნოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) განცხადების შევსებული ფორმა ( დანართი №1);

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის � თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;

ზ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.

3. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

4. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას � კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;

ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას � კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები � კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.

5. კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოითხოვოს მის მიერ წარმოდგენილი განცხადება.

6. კანდიდატს უფლება აქვს განცხადება შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. თუ პირმა განცხადება შეიტანა, საოლქო საარჩევნო კომისიებში ერთზე მეტ არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, მისი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.

7. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს 2 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

8. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგენს სრულყოფილ საკონკურსო დოკუმენტაციას, სამდივნოს გადაწყვეტილებით იგი მოიხსნება კონკურსიდან.

თავი IV. კონკურსის ჩატარების პროცედურა და გადაწყვეტილების მიღების წესი

��� მუხლი 8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის წესი

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს კომისიის სხდომაზე.

2. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილმონაცვლეს ცესკო ირჩევს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ - 7 დღის ვადაში).

3. ცესკო კანდიდატთა დაუსწრებლად წყვეტს ყოველი კანდიდატის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

4. ცესკოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს კანდიდატთან გასაუბრება.

5. ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევისას უპირატესობა ენიჭება:

ა) კანდიდატის საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილებას;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირებისას მის მიერ მიღებული ქულების რაოდენობას.

��� მუხლი 9. კენჭისყრა

1. ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით.

2. საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე.

4. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

5. �თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.

6. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.

7. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება.

8. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ.

9. �ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

10. ცესკოს გადაწყვეტილება ფორმდება ცესკოს განკარგულებით, რომელიც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

მუხლი 10. კონკურსის შედეგი

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, რომლის წევრადაც იგი აირჩა.

�2. ცესკოს გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული საკონკურსო დოკუმენტაცია და არჩეული წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ არჩევის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარადგინოს:

ა) განცხადება საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მე-18 მუხლის მე-6 უნქტით გათავლისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაცია.

4. კონკურსის დასრულებიდან 24 საათის ვადაში ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა სიას.

��� მუხლი 11. ხელახალი კონკურსი

1. თუ კონკურსის შედეგად ერთ ან მეტ საოლქო საარჩვენო კომისიაში ყველა ვაკანსია არ შეივსო, კონკურსი დარჩენილ ვაკანსიაზე თავიდან ხადდება.

2. ხელახალი კონკურსი ტარდება ამ წესით დადგენილი პირობებით.

��� მუხლი 12. ამ წესით დადგენილი ვადების ათვლა

1. ამ წესით დადგენილი ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 31 მუხლით დადგენილი ნორმები.

��� მუხლი 13. დავები კონკურსთან დაკავშირებით

კონკურსთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადაწყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.