ენგურჰესის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
ენგურჰესის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 01/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1010
30/11/2005
სსმ, 140, 01/12/2005
000000000.00(0).000.000000
ენგურჰესის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (01/12/2005 - 24/02/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1010

2005 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

ენგურჰესის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის 3T ტრანსფორმატორის გადაზიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის №508 განკარგულების გათვალისწინებით, ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირების მიზნით, გადასაზიდი ტვირთის სპეციფიკურობიდან გამომდინარე:

1. უკრაინის საზღვაო ფლოტის ხომალდებს „ტიტანიკს“, „ბოგატირს“ და „სილვიას“ მიეცეთ ქ. ოჩამჩირის საზღვაო ნავსადგურში შემოსვლის ნებართვა 2005 წლის 25 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში.

2. 3T ტრანსფორმატორის ქ. ოჩამჩირის საზღვაო ნავსადგურიდან ენგურჰესამდე გადასაზიდად ნება დაერთოს გადამზიდავ კომპანია „რდ-ტრანსს“ აფხაზეთში (საქართველო) შემოიყვანოს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) ზემოაღნიშნული უმოკლეს ვადაში, დადგენილი წესით, აცნობოს უკრაინის მხარეს.

მ. სააკაშვილი