„ენგურჰესის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღინისძიებების შესახებ”

  • Word
„ენგურჰესის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღინისძიებების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 27/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.003
  • Word
168
24/02/2006
სსმ, 26, 27/02/2006
300.390.000.08.002.003
„ენგურჰესის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღინისძიებების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №168

2006 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

ენგურჰესის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღინისძიებების შესახებ

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის 3T ტრანსფორმატორის გადაზიდვის შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2005 წლის 17 ნოემბრის №508 განკარგულების გათვალისწინებით, ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირების მიზნით, გადასაზიდი ტვირთის სპეციფიკურობიდან გამომდინარე:

1. უკრაინის საზღვაო ფლოტის ხომალდებს ,,მიხაილ დობროვს“ და ,,ბოგატირს“ ტრანსფორმატორისა და სათადარიგო ნაწილების ტრანსპორტირებისათვის მიეცეთ ქ. ოჩამჩირის საზღვაო ნავსადგურში შემოსვლის ნებართვა 2006 წლის 15 მარტიდან 15 მაისამდე პერიოდში.

2. 3T  ტრანსფომატორის ქ. ოჩამჩირის საზღვაო ნავსადგურიდან ენგურჰესამდე გადასაზიდად ნება დაერთოს გადამზიდავ კომპანია ,,რდ-ტრანსს“ აფხაზეთში (საქართველო) შემოიყვანოს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებანი.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბაჟუაშვილი) ზემოაღნიშნული უმოკლეს ვადაში, დადგენილი წესით აცნობოს უკრაინის მხარეს.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ენგურჰესის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ნოემბრის №1010 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი