„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების შესახებ

  • Word
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 30/09/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000303
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
596
13/09/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 30/09/1996
010340000.05.002.000303
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/1996 - 03/06/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 596

1996 წლის 13 სექტემბერი

ქ.თბილის

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების შესახებ

საქართველოს პარლამენტის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე" 1996 წლის 20 მარტის №152-11 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს მისაღები ნორმატიული აქტების თანდართული ნუსხა.

2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (დ. იაკობიძე) (ანტიმონოპოლიურ ორგანოს) დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად დაამტკიცოს "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები დანართის მიხედვით და წარადგინოს სარეგისტრაციოდ საუწყებო ნორმატიული აქტების რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

3. "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად აიკრძალოს სამინისტროების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ ამ კანონთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მიღება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან (ანტიმონოპოლიურ ორგანოსთან) შეთანხმების გარეშე.

4. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა:

– "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების მიზნით გააცნონ თავიანთ ტერიტორიაზე მოქმედ ყველა დაინტერესებულ ეკონომიკურ აგენტს სათანადო ნორმატიული აქტები;

– ერთ თვეში შეიმუშაონ და დაამტკიცონ არასასურსათო საქონლის ორგანიზებული საცალო ბაზრობების დისლოკაციის წესი. ბაზრობის მოწყობისას გაითვალისწინონ ტერიტორიის შემოღობვის, სანიტარიული ნორმების დაცვისა და სხვა საკითხები;

– გამგეობის სათანადო ნებართვის გარეშე აკრძალონ სხვა ადგილებში (მეტროს სადგურები და მათი მიმდებარე ტერიტორიები, ქუჩები, სკვერები, ბაღები და ა.შ.) არაორგანიზებული ბაზრობები და გარე ვაჭრობა.

5. თანდართული ნორმატიული აქტები ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 20 მარტის №152-11 დადგენილების შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ.

 ე. შევარდნაძე

 

 

 

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტები

1. ცალკეული სახის სასურსათო და არასასურსათო საქონლის გაყიდვის წესი.

 2. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის (მომსახურების) წესები.

3. აგრარული ბაზრების მუშაობის წესები.

4. ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობის წესი.

5. წვრილი სავაჭრო ქსელის, არასასურსათო საქონლის ორგანიზებული საცალო ბაზრობების მუშაობის წესი.

6. ნიმუშების მიხედვით საქონლის გაყიდვის წესები.

7. მოქალაქეთათვის ხანგრძლივი მოხმარების საგნების კრედიტით (განვადებით) მიყიდვის წესები.

8. არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის წესები.

9. ალკოჰოლური სასმელებითა და ლუდით საცალო ვაჭრობის წესები.

10. საქონლის შეკვეთით და მყიდველის სახლში მიტანით გაყიდვის წესები.

11. ბეწვეული საქონლის გაყიდვის წესები.

12. საქართველოში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების წესი.

13. კომუნალური მომსახურების გაწევის წესები.

14. მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეული მომსახურების წესები.

15. ვეტერინარული მომსახურების წესები.

16. მოსახლეობის კინოვიდეო მომსახურების წესები.

17. სასტუმროებში გაწეული მომსახურების წესი.

18. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებულ ნაკეთობათა გაყიდვის წესები.

19. ძვირფასი ლითონებისა და მისი ჯართის, ასევე ძვირფასი ქვების ნაკეთობათა მოსახლეობისაგან შესყიდვის წესები.

20. ახალი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის წესები.

21. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის წესები.

22. სატელეგრაფო კავშირით მომსახურების გაწევის წესები.

23. სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების წესები.

24. პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გავრცელების წესები.

25. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების წესები.

26. ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების გაწევის წესები.