საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ

  • Word
საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 03/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22
02/02/2006
სსმ, 22, 03/02/2006
000000000.00(0).000.000000
საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/2006 - 03/06/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2006 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის თანდართული დროებითი წესი.

2. ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ერთდროული ფულადი პრემიები გასცენ იმ სამინისტროებმა და უწყებებმა, რომლებშიც მსახურობდა ან მუშაობდა დაჯილდოებული პირი.

3. იმ პირებისათვის, რომლებიც მსახურობდნენ ან მუშაობდნენ ისეთ სამხედრო ქვედანაყოფში, რომელიც არ შედის სამინისტროს ან უწყების დაქვემდებარებაში, სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია გასცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა.

4. იმ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია მიეცეთ შესაბამისი სამინისტროს ან უწყების მიერ პროფესიული დასაქმების სფეროს გათვალისწინებით.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ყოველთვიურად მოამზადოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე”.

6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაწოდოს იმ სამართლებრივი აქტების ასლები, რომელთა საფუძველზეც ზემოაღნიშნული პირებისათვის 2006 წლის განმავლობაში განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემა.

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემი­ების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი

 

საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესი

1. 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება დაჯილდოების შესახებ, სამართლებრივი აქტისა და პირადობის მოწმობის ასლები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული სამართლებრივი აქტების ასლებს ადარებს სამინისტროში შესულ განცხადებებს, რის შემდეგაც ინფორმაციას უგზავნის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას დაჯილდოებულ პირთა ვინაობისა და მოსალოდნელი თანხის გამოყოფის შესახებ.

3. სამინისტრომ ან უწყებამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი ფორმით უნდა გაუგზავნოს დასტური იმის შესახებ, რომ:

ა) დაჯილდოებული პირი ნამდვილად მსახურობდა ან მუშაობდა მის სტრუქტურაში და არა აქვს მიღებული ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია;

ბ) მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც არ მსახურობდნენ ან არ მუშაობდნენ შესაბამის სამინისტროსა თუ უწყებაში.

4. სამინისტროებიდან და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველთვიურად ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე.”

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტში უნდა მიეთითოს იმ საბიუჯეტო ორგანიზაციათა ნუსხა, რომელთაც გამოეყოფათ თანხა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ფულადი პრემიების გასაცემად თანხის მოცულობის მითითებით. პროექტს თან უნდა ერთოდეს დაჯილდოებულ პირთა სია (სახელი, გვარი, დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის (სახელმწიფოს მეთაურის) განკარგულების (ბრძანებულების) ნომერი და თარიღი, აგრეთვე ერთდროული ფულადი პრემიის მოცულობა).