,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 15/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.10.003.000.557
  • Word
173
13/09/2006
სსმ, 127, 15/09/2006
010.320.000.10.003.000.557
,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173

2006 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდო­ებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დრო­ებითი წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თე­ბერ­ვლის №22 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტა­ნილ იქნეს ცვლილება და მე-6 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველ­ზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის სამინის­ტროებსა და უწყებებს უგზავნის ამ წესის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იმ პირთა დოკუმენტებს (ერთ ეგზემპლარად), რომლებზეც გაიცემა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფუ­ლა­დი პრემია. ამასთან, სამინისტროები და უწყებები უზრუნ­ველყოფენ დაჯილდოებული პირების წერილობით ინფორმირებას თანხის ჩარიცხვის შესახებ.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი