საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
259
27/04/2005
სსმ, 52, 28/04/2005
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/04/2005 - 02/02/2015)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №259

2005 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო მეთოდური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი, დაამტკიცოს მისი დებულება და დანიშნოს ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. ცენტრს ქ. თბილისში, რუსთაველის პრ. №22-ში მდებარე შენობის მეორე სართული                 (236 კვ.მ) გადაეცეს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხოლო მოძრავი ქონება – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უმოკლეს დროში უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტში მითითებული ქონების ცენტრისათვის გადასაცემად.

მ. სააკაშვილი