დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 28/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/03/2005 - 12/09/2007)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №164
2005 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი გასამხედროებული სამთო მაშველი ნაწილების შტაბის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალიზებული სამთო მაშველი (შემდგომში – სამთო მაშველი).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამთო მაშველის წესდება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ქ. თბილისის მერიამ (ზ. ჭიაბერაშვილი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყონ სამთო მაშველისათვის სახელმწიფო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. სამთო მაშველის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები