დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 523 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 14/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/09/2007 - 08/05/2017)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №523
2007 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალიზებული სამთო მაშველი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მარტის №164 ბრძანებულება.
4. ბრძანებულება, გარდა ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები