დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/05/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 27/05/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/05/2004 - 26/07/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №182
2004 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-11 მუხლის:
ა) „ბ” ქვეპუნქტში მოცემულ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭის მდივნის მოადგილეები, უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
ბ) „გ” ქვეპუნქტში მოცემულ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
გ) „დ” ქვეპუნქტში მოცემულ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლები, ხოლო, თუ მათ აქვთ დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის სტაჟი და/ან აქვთ მინიჭებული დიპლომატიური რანგი, გათანაბრდნენ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „გ” ქვეპუნქტში მოცემულ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები