დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 27/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/07/2004 - 30/11/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №290
2004 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ
1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
გ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლები, ხოლო თუ მათ აქვთ დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის სტაჟი და/ან აქვთ მინიჭებული დიპლომატიური რანგი, გათანაბრდნენ უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 მაისის №182 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები