საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 17/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 010020000.05.002.000259
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
518
12/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
010020000.05.002.000259
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/1996 - 03/07/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 518

1996 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ

დროშა, გერბი და ჰიმნი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების, მისი წარსულისა და თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოს ორიენტაციის სიმბოლური გამომხატველია. საქართველოს ამჟამად არსებული სახელმწიფო სიმბოლოები ქართული სახელმწიფოსათვის ურთულეს საშინაო და საგარეო ვითარებაში შეიქმნა და იმ ეპოქის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი შეხედულებებით არის გაპირობებული.

ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე საჭიროა სახელმწიფო სიმბოლოების ახლებური გააზრება და სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ამის გათვალისწინებით და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისია თანდართული შემადგენლობით.

2. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიამ:

– საქართველოს ახალი სახელმწიფო სიმბოლოების (გერბი, დროშა, ჰიმნი) შექმნის მიზნით მოამზადოს და გამოაცხადოს კონკურსები, უზრუნველყოს საკონკურსო მასალების საჯარო განხილვა-გამოფენისა და მოსმენათა ორგანიზაცია, შეიმუშაოს და დაამტკიცოს კონკურსების ჟიურის შემადგენლობები;

– ცალკეული მიმართულებების მიხედვით შექმნას სამუშაო ჯგუფები; საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებით მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები.

3. საქართველოს კულტურის სამინისტრომ, საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციამ („საქინფორმი“), ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციამ გასწიონ აუცილებელი მუშაობა სახელმწიფო სიმბოლოების პროექტების საჯარო განხილვისა და მისი შედეგების მოსახლეობისათვის სისტემატური და ოპერატიული მიწოდებისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა სამინსტრომ სახელმწიფო სიმბოლოების კონკურსების მოწყობისა და კომისიის სამუშაო ხარჯების უზრუნველყოფის მიზნით გამოყოს თანხები კომისიის მიერ დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვათა მიხედვით.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1996 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოადგინოს კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“.    

6. ჰერალდიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის, სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, გამოყენებისა და დაცვის მიზნით შეიქმნას ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედი კოლეგია. ერთი თვის ვადაში დამტკიცდეს მისი შემადგენლობა და დებულება.

ე. შევარდნაძე

დანართი

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისია

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი,კომისიის თავმჯდომარე

ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ელდარ შენგელაია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ასლან აბაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე – საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო კორპორაციის გენერალური დირექტორი

ზაზა ალექსიძე – კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი

ელგუჯა ამაშუკელი – მხატვარი

გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში

ანდრია აფაქიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

მალხაზ აფრიდონიძე – ისტორიკოსი, ჰერალდიკოსი

მანანა ახმეტელი – მუსიკათმცოდნე, მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე

გრიგოლ ბარამიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში

მერაბ ბერძენიშვილი – მოქანდაკე, საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარე

ნოდარ გაბუნია – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე

სვიმონ გამსახურდია – ისტორიკოსი, პროფესორი

ალექსი გერასიმოვი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პროფესორი

არჩილ გოგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარე

თემურ გოცაძე – მხატვარი

ვახტანგ დავითაია – არქიტექტორი, პროფესორი

ანზორ ერქომაიშვილი - ანსაბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი

გურამ თევზაძე – ფილოსოფოსი, პროფესორი

დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კობა იმედაშვილი – სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების უფროსი

თედო ისაკაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

ანა კალანდაძე – პოეტი, აკადემიკოსი

იოსებ კეჭაყმაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კათედრის გამგე

თამაზ კვაჭანტირაძე – საქართველოს განათლების მინისტრი

ბიძინა კვერნაძე – კომპოზიტორი

ზურაბ კიკნაძე – ფილოლოგი, პროფესორი

მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი

მურმან ლებანიძე – პოეტი

ნოდარ ლომოური – საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი

მარიამ ლორთქიფანიძე – ისტორიკოსი, აკადემიკოსი

ნოდარ მალაზონია – საქართველოს სახალხო მხატვარი, პროფესორი

ლევან მამალაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში

პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

 როინ მეტრეველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

დავით მუსხელიშვილი – ისტორიკოსი

თამაზ ნადარეიშვილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

დავით ნინიძე – ისტორიკოსი

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

შოთა ნიშნიანიძე – პოეტი

შალვა ობგაიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში

გიორგი ოჩიაური – საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე

რუსუდან სებისკვერაძე – კომპოზიტორი

სულეიმან სულეიმანოვი – გაზეთ „გურჯისტანის“ მთავარი რედაქტორი

გურამ ფანჯიკიძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე

გია ყანჩელი – კომპოზიტორი

გიორგი შაიშმელაშვილი – არქიტექტორი, პროფესორი

თეიმურაზ შაშიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში

გივი შაჰნაზარი – მწერალი

ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ბადრი შოშიტაიშვილი – ქ. თბილისის მერი

თამაზ წივწივაძე – გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი

ლევან ჭილაშვილი – საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი

ოთარ ჭილაძე – მწარალი

მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში

ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში

ჯონი ხეცურიანი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ნოდარ ჯანბერიძე – ხელოვნებათმცოდნე, აკადემიკოსი

ბონდო ჯიქია – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში