დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 483 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/07/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050000.05.002.000233 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/07/1996 - 27/09/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №483
1996 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ
1. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის განვითარების საერთაშორისო ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის, დარგის პოტენციური შესაძლებლობების უკეთ გამოყენებისა და საწარმოთა საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნას მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტი.
2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მრეწველობის დეპარტამენტს მოეხსნას მსუბუქი მრეწველობის დარგის ფუნქცია და გადაეცეს იგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტს, რომლის ცენტრალური აპარატი ჩამოყალიბდეს მრეწველობის დეპარტამენტის აპარატისა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის გადანაწილების ხარჯზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტისათვის დამატებით გამოყოს სამი საშტატო ერთეული.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები