საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 18/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
99
18/03/2004
სსმ, 30, 18/03/2004
000000000.00.00.000000
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/03/2004 - 12/07/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №99

2004 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ერთიანი საბაჟო პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობა.

2. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლად ქ. ბათუმის ნავსადგურში დაინიშნოს ვასილ სანოძე.

3. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლად სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში დაინიშნოს დავით ახალაია.

4. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა ერთ კვირაში დასამტკიცებლად წარმოადგინონ წარმომადგენლობის დებულება და სტრუქტურა.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და ეკონომიკის სამინისტრომ (ი. რეხვიაშვილი) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

მ. სააკაშვილი