დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 18/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №586
2005 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „გ. პატარაიას თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო მეთაურის საგანგებო წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 8 სექტემბრის №308 ბრძანებულება;
ბ) „გ. ბარამიძის ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მეთაურის პირად წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 23 სექტემბრის №377 ბრძანებულება;
გ) „ზ. ხონელიძის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ სამდივნოსა და ბელორუსიის რესპუბლიკაში განლაგებულ სხვა საწესდებო ორგანოებში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 მარტის №231 ბრძანებულება;
დ) „საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის №99 ბრძანებულება;
ე) „სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 აპრილის №116 ბრძანებულება;
ვ) „ქ. ბათუმის ნავსადგურში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 აპრილის №117 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები