დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებისა და მისი მიმდებარე შავი ზღვის აკვატორიის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეში ფრენის დროებითი აკრძალვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 15/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/03/2004 - 18/03/2004)
ბრძანებულება №95
2004 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებისა და მისი მიმდებარე შავი ზღვის აკვატორიის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეში ფრენის დროებითი აკრძალვის შესახებ
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის საფუძველზე:
1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივი და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებისა და მისი მიმდებარე შავი ზღვის აკვატორიის 12 მილიანი ზოლის ზემოთ 0-დან 11000 ფუტამდე სიმაღლეზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენის დროებითი აკრძალვის მიზნით განახორციელოს 1944 წლის 7 დეკემბრის ჩიკაგოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ:
ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაუყოვნებლივ გაატარონ ამ ბრძანებულების მოქმედების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ ბრძანებულების თაობაზე შესაბამისი უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება.
3. ეს ბრძანებულება ძალაშია 2004 წლის 1 მაისამდე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები