დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ეროვნული უშიშროების საბჭოსთან საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საუწყებათაშორისო მუდმივი კომისიის შექმნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/06/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.05.002.000170 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/06/1996 - 29/08/2007)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №367
1996 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
ეროვნული უშიშროების საბჭოსთან საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საუწყებათაშორისო მუდმივი კომისიის შექმნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის შესახებ
1. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ამოცანათა გადაჭრის, სამინისტროების, უწყებებისა და ხელისუფლების ყველა რგოლის საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნას საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საუწყებათაშორისო მუდმივი კომისია საბჭოს წევრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელმაც ათ დღეში წარმოადგინოს დასამტკიცებლად კომისიის შემადგენლობა და დებულება.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და საქვეუწყებო ქვედანაყოფების შენახვა 1996 წლიდან განხორციელდეს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე.
3. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 15 მაისის კანონის თანახმად შეუმცირდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 650 საშტატო ერთეული შესაბამისი დაფინანსებით და გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტისა და დაქვემდებარებული ორგანოების შესაქმნელად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 115 საშტატო ერთეულით.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივ მმართველობის ორგანოებში დასაქმებული სამოქალაქო თავდაცვის სამსახურების შენახვა გაგრძელდეს არსებული წესით შესაბამისი ბიუჯეტებიდან.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაემატოს მინისტრის მოადგილის – საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის საშტატო ერთეული.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტისათვის დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად შეიქმნას ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროებში საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტები, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში – ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო, სამხარეო შინაგან საქმეთა სამმართველოებში, საქალაქო შინაგან საქმეთა სამმართველოებში – საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის შტაბები, საქალაქო და რაიონულ შინაგან საქმეთა განყოფილებებში – საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის განყოფილებები, რომლებიც იქნებიან ორმხრივ დაქვემდებარებაში ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო ორგანოებისადმი.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში შეიქმნას სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები არსებული შტატების ფარგლებში.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტისა და მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების თანამშრომლებზე გავრცელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურებისა და სხვა პირობები.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტს 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უწყებრივ დაქვემდებარებაში გადაეცეს:
- ყოფილი მაშველთა კორპუსის სამოქალაქო თავდაცვის სწავლების რესპუბლიკური და რეგიონალური კურსები, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველო, ავტოსატრანსპორტო საწარმო, ადმინისტრაციული და დამხმარე ნაგებობების სამმართველო მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობებით, აგრეთვე ლიკვიდირებული მაშველთა რაზმის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება.
9. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა თავიანთ ტერიტორიაზე შექმნილი საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მართვის ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გამოყონ შენობები და საჭირო ინვენტარი.
10. საქართველოს სამინისტროებმა, უწყებებმა და მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა უზრუნველყონ თავიანთ ბალანსზე რიცხული სამოქალაქო თავდაცვის მართვის პუნქტების, თავშესაფრებისა და სხვა ობიექტების სრული მზადყოფნა 1996 წლის 1 ოქტომბრამდე.
11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.იაკობიძე) გამოყოს ბიუჯეტიდან სათანადო სახსრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად, სპეციალური ტექნიკის შესაძენად, შენობა-ნაგებობათა აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კ. თარგამაძემ 1996 წლის 15 ივნისამდე შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის დებულება, შეიტანოს სათანადო ცვლილებები და დამატებები სამინისტროს სტრუქტურასა და დებულების პროექტში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები