დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
პურპროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 21/01/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4(11), 05/02/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/11/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 340140000.05.002.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (05/02/1999 - 20/11/2000)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №23
1999 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
პურპროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
1. ეროვნული ვალუტის კურსის ლიბერალიზაციის პირობებში პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის საიმედო ფუნქციონირებისა და მოსახლეობის სოციალურად დაცვისათვის საჭირო ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვაჟა ლორთქიფანიძე
თეიმურაზ ბერიძე
თენგიზ გაზდელიანი
ბაკურ გულუა
ივანე ზოდელავა
დავით ონოფრიშვილი
ვლადიმერ პაპავა | – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი – ქ.თბილისის მერი
– საქართველოს ფინანსთა მინისტრი
– საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. |
2. კომისიამ პერიოდულად წარმოადგინოს წინადადებები პურის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის სახელმწიფო ღონისძიებათა განსახორციელებლად მეწარმეებისა და სოციალურად დაუცველი ფენების ინტერესების გათვალისწინებით.
3. გაუქმდეს „პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 3 აპრილის №252 ბრძანებულების მე-10 პუნქტი.
4. იმერეთისა და კახეთის მხარეებში საპენსიო დავალიანებათა დაფარვაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგრძელდეს და 1999 წლის 10 თებერვლისათვის დასრულდეს „ამერიკის შეერთებული შტატების კრედიტით შესყიდული ხორბლის რეალიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №597 ბრძანებულებით მოწყობილი ტენდერის პირობების შესაბამისად იმერეთისა და კახეთის მხარეების პენსიონერთა საპენსიო დავალიანებების დაფარვა ამერიკის შეერთებული შტატების სასაქონლო კრედიტით შემოტანილი და კონსიგნაციის წესით გაცემული ხორბლის გადამუშავებით მიღებული ფქვილის ხარჯზე.
5. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში გაგრძელდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის დამატებითი ღონისძიებები, რისთვისაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ.გულუა) ა.წ. 25 იანვრამდე წარმოადგინონ შეთანხმებული წინადადებანი.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები