თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 30/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110405024, 11/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.123.016056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
104
30/03/2011
ვებგვერდი, 110405024, 11/04/2011
200130000.35.123.016056
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/04/2011 - 13/04/2011)

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება 104    

2011 წელი 30 მარტი

ქ. ქუთაისი      

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი.

მუხლი 2. დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:

1. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:

ა. ადგილობრივი სამგზავროსატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2013 წლის 1 იანვრამდე;

. საქმიანობისათვის სპორტის დარგში, გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2013 წლის 1 იანვრამდე;

გ. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

დ. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

დ.. 40000 ლარიდან 60000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;

დ.. 60000 ლარიდან 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,4%-ს;

დ.. 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს.

მუხლი 3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის /გადასახადის საბაზისო განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს/ შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით. კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიული კოეფიციენტი და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება დანართის შესაბამისად.

/დანართი დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 4. მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

მუხლი 5. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერმა /გ.თევდორაძე/, უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილი წესით წარდგენა.

მუხლი 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 26 მარტის №151 დადგენილება „ქალაქ ქუთაისში ქონების გადასახადის შემოღებისა და „ქალაქ ქუთაისში ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 30 მარტის №114 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“.

მუხლი 7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                               ა. ხვადაგიანი

 

დანართი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების ტერიტორიული კოეფიციენტები და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

 

ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალი,

საზღვრების აღწერა

ტერიტო­­რიული კოეფი­ცი­ენტი

გადასახა­დის განა­კვეთი

1 კვ.მ. მიწაზე წელი­წადში

(ლარი)

 

1. პირველი ზონა /ცენტრალური/

პირველი /ცენტრალური/ ზონის სამხრეთი საზღვარი იწყება გრ.ხანძთელის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან. ზონის საზღვარი, საწყისი წერტილიდან აღმოსავლეთით, გასდევს დავით აღმაშენებლის გამზირს ბალახვნის ხიდის გავლით, წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე. შემდეგ, საზღვარი გრძელდება წერეთლის ქუჩიდან დავით მანდარიას ქუჩამდე /ყოფილი წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევი/, მანდარიას ქუჩის საზღვარი გადის რკინიგზის სადგური პირველის მოედანზე. მოედნის შემოვლით, აღმოსავლეთით, გასდევს პლატფორმას, ამავე კიბეებისა და ლიანდაგების გასწვრივ, ჩრდილოეთით, უერთდება სოლომონ პირველის ქუჩას, იგივე მიმართულებით, რკინიგზის საავადმყოფოს ჩათვლით, საზღვარი გრძელდება პაოლო იაშვილის ქუჩამდე, შემდეგ უერთდება ნაზარიშვილის ქუჩას, გასდევს თბილისის ქუჩას, აღმოსავლეთის მიმართულებით დავით ჩირაძის ქუჩამდე, დავით ჩირაძის ქუჩის გავლით კვეთს მერაბ კოსტავას ქუჩას და უერთდება ბურჯანაძის ქუჩას, რომლის გავლით უერთდება გელათის ქუჩას ნიზამი განჯელის, 26 მაისისა და ბურჯანაძის ქუჩების სატრანსპორტო კვანძთან. გელათის ქუჩით გადადის კიბულას ქუჩაზე, გარს უვლის მწვანე ყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ტერიტორიას და კიბულას ქუჩის პირველი შესახვევით დასავლეთის მიმართულებით გადადის მწვანე ყვავილას ქუჩის დასაწყისამდე და ამ წერტილიდან ჩრდილო მიმართულებით, მდინარე რიონის გადაკვეთით სწორხაზოვნად უერთდება ლესელიძის ქუჩას, ბოტანიკური ბაღისა და 26–ე საჯარო სკოლის საზღვრის გავლით, ლესელიძის ქუჩის გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძისა და დავით და კონსტანტინეს ქუჩას პეტრე იბერის ქუჩამდე. პეტრე იბერის ქუჩით უკავშირდება ქეთევან წამებულის ქუჩას, შემდეგ, საზღვარი გადის ქეთევან წამებულის ქუჩაზე და უერთდება ჩანჩიბაძის მეორე შესახვევს და მისი გავლით კვეთს ჩანჩიბაძის ქუჩას, გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთის მიმართულებით, ამავე ქუჩის გავლით უერთდება ყაზბეგის ქუჩას, ყაზბეგის ქუჩით გადადის ცაცხვების ქუჩაზე და მოკლე მონაკვეთის გავლით, უერთდება დები იშხნელების ქუჩას. კვეთს ვაჟა ფშაველას ქუჩას, დასავლეთის მიმართულებით გაივლის ვაჟა ფშაველას ქუჩის მოკლე მონაკვეთს და სამხრეთის მიმართულებით უერთდება სხირტლაძის ქუჩას, სხირტლაძის ქუჩის გავლით კვეთს რუსთაველის გამზირს და გრიშაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის შემაერთებელი გზით უერთდება ნოდარ დუმბაძისა და გრიშაშვილის ქუჩის შემაერთებელ სატრანსპორტო კვანძს. აღმოსავლეთის მიმართულებით მიჰყვება გრიშაშვილის ქუჩას გალაკტიონ ტაბიძის ქუჩამდე. შემდეგ, საზღვარი გასდევს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. სარაჯიშვილის ქუჩით გადადის გაგარინის ქუჩაზე, შემდეგ, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით სამხრეთით და შემდეგ, დასავლეთის მიმართულებით გაივლის ჭიათურის ქუჩას და გრიგოლ ხანძთელის ქუჩის გადაკვეთის წერტილიდან ამავე ქუჩის გავლით, სამხრეთის მიმართულებით უერთდება დავით აღმაშენებლის გამზირს საწყის წერტილში.

 

შენიშვნა:

1. პირველი /ცენტრალური/ ზონის საზღვრად მიჩნეული ქუჩების ორივე მხარის განაშენიანება შედის პირველი /ცენტრალური/ ზონის საზღვრებში.

2. პირველ /ცენტრალური/ ზონაში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სასაზღვრო ზოლად მიჩნეულ უნდა იქნეს ამ მონაკვეთზე გამავალი გამზირის ღერძულა ხაზი.

1,25

0,3

 

2. მეორე /შუალედური/ ზონა

მეორე /შუალედური/ ზონის საზღვრის საწყის წერტილად აღებულია ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდი, აქედან, საზღვარი  ჩრდილო-დასავლეთით 9 აპრილის ქუჩის გავლით მიემართება  ირაკლი აბაშიძის გამზირამდე. შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე.  რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს  შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს. შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯავახიშვილის ქუჩას.  ჯავახიშვილის ქუჩით, მიემართება ჭონქაძის ქუჩამდე. ჭონქაძის ქუჩას გასდევს ვასილ ბარნოვის ქუჩამდე, შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით, ვასილ ბარნოვის ქუჩით, უერთდება იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩას, იოანე პეტრიწის მეოთხე შესახვევამდე, ამავე შესახვევით უერთდება ვაჟა ფშაველას ქუჩას და აღმოსავლეთის მიმართულებით, გრძელდება დები იშხნელების ქუჩამდე, რომლის მცირე მონაკვეთის გავლით უერთდება ცაცხვების ქუჩას. ცაცხვების ქუჩიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, გასდევს ანტონ კათალიკოსის ქუჩას. შემდეგ უერთდება ჩანჩიბაძის ქუჩას, მცირე მონაკვეთის გავლით, გადადის მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩაზე, მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩით უერთდება დავით და კონსტანტინეს ქუჩას, რუას ქუჩის მონაკვეთის გავლით უერთდება ბოტანიკური ბაღის საზღვარს, გაივლის ლესელიძის ქუჩის პირველ ჩიხს და აღმოსავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძის ქუჩას ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევამდე. ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევის გავლით კვეთს მდინარე რიონს და მწვანე ყვავილას ქუჩით უერთდება კიბულას ქუჩას, აქედან გადადის გელათის ქუჩაზე. შემდეგ, გელათის ქუჩის მეექვსე შესახვევით კვეთს დავით კლდიაშვილის ქუჩას და ამავე ქუჩით ეშვება საფიჩხიის მოედანზე. საფიჩხიის მოედნიდან გაივლის წმინდა სამების ქუჩის მცირე მონაკვეთს და უერთდება ევდოშვილის ქუჩას გრიგოლ აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიგოლ აბაშიძის ქუჩის მცირე მონაკვეთის გავლის შემდეგ, სამხრეთის მიმართულებით უერთდება ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩას და ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევით გადადის ლეონიძის ქუჩაზე, გაივლის მცირე მონაკვეთს და ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთის წერტილიდან ამავე გამზირით უერთდება ჭავჭავაძის გამზირს. შემდეგ, საზღვარი უკავშირდება ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევს, ამავე შესახვევის გავლით, კვეთს ნიკეას ქუჩას და ლომოურისა და ოცხელის ქუჩებით გასდევს სადერივაციო არხის ნაპირს, კვეთს თაბუკაშვილის ქუჩას და „ბროწეულა – ქუთაისის“ რკინიგზის ხაზით უკავშირდება საწყის წერტილს.

0,75

0,18

 

3. მესამე ზონა /პერიფერიული/

ყვლა დარჩენილი ტერიტორია, რომელიც მოქცეულია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში და არ შედის პირველ და მეორე ზონებში.

 

0,25

0,06