დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.123.016297 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/03/2015 - 21/03/2016)
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის N784 ბრძანებულების, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი - ქონების გადასახადი. |
| მუხლი 2 |
დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს: |
რეზიდენტი საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშნებელობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან: ა. ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია - 5 ტონაზე მეტი), მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2016 წლის 1 იანვრამდე; ბ. საქმიანობისათვის სპორტის დარგში, გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშნებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2016 წლის 1 იანვრამდე; გ. არარეზიდენტი საწარმოსათვის - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებელობისა და არამატერიალური აქტივების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზურფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. დ. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტის (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობებისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზურფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) - დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს: დ.ა. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს; დ.ბ. 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8%-ს. |
| მუხლი 3 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის (გადასახადის საბაზისო განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს) შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით. კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიული კოეფიციენტი და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება დანართის შესაბამისად.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 4 |
ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს. |
| მუხლი 5 |
მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. |
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის N104 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ (www. matsne.gov.ge 11.04.2011, 200130000.35.123.016056). |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული
მიწის ნაკვეთების ტერიტორიული კოეფიციენტები და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები