დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 408 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 23/08/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/08/2008 - 03/09/2008)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №408
2008 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, ევროკავშირისა და მისი თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის მხარდაჭერითა და გარანტიით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებენ ცეცხლის საბოლოო შეწყვეტას და სამხედრო ძალების დაბრუნებას სამხედრო დაპირისპირებამდე არსებულ პოზიციებზე საქართველოს მიერ სრულად და უპირობოდაა შესრულებული. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია იგნორირებას უკეთებს მის მიერ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, შეთანხმებით გათვალისწინებული ტერიტორიიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ პუნქტებში ჯერ კიდევ იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის სამხედროები და საბრძოლო ტექნიკა, რომელთაც კვლავ უკანონოდ აქვთ დაკავებული დასახლებული პუნქტები, მიზანმიმართულად ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას – შენობებს, გზებსა და ხიდებს, ფოთის პორტს და მთავარ სარკინიგზო მაგისტრალს, ნაღმავენ და აფეთქებენ სამხედრო ობიექტებს, ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თავისუფალ გადაადგილებას, აბრკოლებენ ჰუმანიტარული ტვირთების მოძრაობას.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვრჩებით რა შეთანხმებით განმტკიცებული ცეცხლის უპირობო შეწყვეტის პრინციპის ერთგული სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სახელმწიფოს სუვერენიტეტის სათანადო გარანტიების შექმნამდე, ,,საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 აგვისტოს №242–რს დადგენილების გათვალისწინებით:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს №402 ბრძანებულებით გამოცხადებული საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2008 წლის 8 სექტემბრამდე.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ე. ტყეშელაშვილი) საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები