საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ

  • Word
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 425
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 03/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
425
03/09/2008
სსმ, 129, 03/09/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №425

2008 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ

1. ,,საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 სექტემბრის 244–IIს დადგენილების გათვალისწინებით, ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 აგვისტოს 408 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საომარი მდგომარეობა გაუქმდეს ვადამდე, 2008 წლის 4 სექტემბრიდან.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს 402 ბრძანებულება;

ბ) ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 აგვისტოს 408 ბრძანებულება.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ე.ტყეშელაშვილი) საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში.

მ. სააკაშვილი