სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

  • Word
სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 21/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 28/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
218
21/03/2006
სსმ, 37, 21/03/2006
000000000.00(0).000.000000
სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (21/03/2006 - 22/03/2007)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №218

2006 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 761 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული ესკიზებისა და აღწერილობის მიხედვით.

მ. სააკაშვილი

სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

 

პ ლ ა ნ შ ე ტ ი 1

სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი:

შავი ფერის კიტელი, ჩალისფერი პერანგი, თეთრი ბამბის მაისური, კლასიკური სტილის რუხი ფერის შარვალი, წინაფრიანი შავი ფერის ქუდი კოკარდით, შავი ფერის კლასიკური ფეხსაცმელი, შავი ფერის გამოსანასკვი ჰალსტუხი, შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა, გამოყენებული ქსოვილი: არანაკლებ 50 პროცენტი ნატურალური ბოჭკო.

 

 

 

 

პ ლ ა ნ შ ე ტ ი 2

1. სამკერდე ნიშანი – შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი შავ დისკოზე, დისკოში გამოსახულია ოქროსფერი სასწორი და ოქროსფერი შემოკლებული წარწერა „ს მ ს“.

2. სამკლაური ნიშანი – შავ ველზე, რომელსაც გარს არტყია ოქროსფერი კანტი, გამოსახულია მინიატურული ოქროსფერი სვეტებიანი შენობა თავზე ოქროსფერი სასწორით და ოქროსფერი წარწერით „სასამართლოს მანდატურის სამსახური“.