სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

  • Word
სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 28/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
200
22/03/2007
სსმ, 42, 28/03/2007
000000000.00(0).000.000000
სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (28/03/2007 - 04/10/2007)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №200

2007 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქარ­თველოს ორგანული კანონის 761 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული ესკიზებისა და აღწერილობის მიხედვით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის 218 ბრძანებუ­ლება.

მ. სააკაშვილი

სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი 1

1. დათბუნებული ქურთუკი – საშუალო სიგრძის, მდგარი საყელოთი, საყელო – მოსახსნელი ბეწვით, გვერდითი გაჭრილი ჯიბეებით, მარცხენა კალთა შიგ­ნით გაჭრილი ჯიბით, მარჯვენა მკლავზე სამკლავური ნიშნით, მარცხენა მხარეს – სამკერდე ნიშნით. ქურთუკის ბოლო მუშავდება რეზინიანი ქამრით მარცხენა და მარ­ჯვენა მხარეებზე.

2. პულოვერი უსახელო – შავი ფერის ამოღებული გულით, არანაკლებ 50 პროცენტი ნატურალური ბოჭ­კო.

3. პერანგი გრძელმკლავიანი და მოკლემკლა­ვია­ნი – ჩალისფერი, სახელო ჩაკერებული, რომელიც ბოლოვდება მანჟეტით. საყელო კლასიკური, ზურგის კალთა კოკეტკებზეა და კოკეტკის ქვევით კეთდება 2 მინაკეტი. მარჯვენა წინა კალთაზე ჯიბის ზემოთ ოქროსფერასოებიანი პლასტმასა სახელითა და გვარით, საყელოზე ორივე მხარეს ოქროსფერასოებიანი პლას­ტმასა წარწერით „სმს“, მარცხენა მხარეს სამკერდე ნიშნით, მარჯვენა მკლავზე სამკლავური ნიშნით. წინა კალთაზე 2 ჯიბეა განლაგებული მკერდის მიდამოებში, ჯიბეების შუაში ვერტიკალურად გასდევს ორმაგი მინა­კეტი, ჯიბეების ზევით სარქველებია განლაგებული, არანაკლებ 50 პროცენტი ნატურალური ბოჭკო.

4. მაისური – თეთრი ფერის, 100 პროცენტი ნატურალური ბოჭკო.

5. ჰალსტუხი – კლასიკური, შავი ფერის, შერეული ბოჭკოს ქსოვილისაგან დამზადებული, რეზინის შესაკ­რავით.

6. შარვალი – კლასიკური, შავი ფერის, სწორი სი­ლუეტის, წინა ნახევარზე ქამრის მიკერების ადგილას მინაკეტით, დახრილი ჯიბეებით, მიკერებული ქამრით, ქამარი დამუშავებულია კორსაჟით, 6 საქამრით, უკანა მარჯვენა ნახევარზე ორკანტიანი ჯიბით, შარვლის წინა ნახევრები დამუშავებულია სარჩულზე, 60 პრო­ცენტი ნატურალური ბოჭკო.

7. საზაფხულო ფეხსაცმელი – შავი ფერის, ნატურალური ტყავის, კლასიკური ფორმის, დაბალი ყელით, დათბუნვის გარეშე.

8. ზამთრის ფეხსაცმელი – შავი ფერის, ნატურა­ლური ტყავის, ნახევრადმაღალი, დათბუნებული, ჩამოს­ხმული ძირი, გამოყოფილი ქუსლი.

   

 

 

პლანშეტი 2

 

1. სამკერდე ნიშანი – შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი შავ დისკოზე, დისკოში გამოსახულია ოქროსფერი სასწორი და ოქროსფერი შემოკლებული წარწერა „ს მ ს“.

2. სამკლავური ნიშანი – შავ ველზე, რომელსაც გარს არტყია ოქროსფერი კანტი, გამოსახულია მინიატურული ოქროსფერი სვეტებიანი შენობა თავზე ოქროსფერი სასწორით და ოქროსფერი წარწერით „სასამართლოს მანდატურის სამსახური“.