დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401003, 05/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.116.016049 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/04/2011 - 29/04/2011)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 31 მარტი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I თავის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის, მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის XXIX თავის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად:
მუხლი 1
1. შემოღებულ იქნეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი.
მუხლი 2
2. განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:
ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით;
ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით;
გ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
გ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტის ოდენობით;
გ.ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3
განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
| ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახეობები | განაკვეთი (ლარი/ჰა) |
| ცაგერის მუნიციპალიტეტი | სათიბი | 3.75 |
| საძოვარი | 2.25 | |
| საკარმიდამო | 65 | |
| სახნავი | 65 | |
| ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 10 | |
| ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიით გამოყოფილი მიწა | 3.0 |
მუხლი 4
1. განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 კვმ-ზე დიფერენცირებულად შესაბამისი ზონების მიხედვით:
| № | ზონების დასახელება | ტერიტორიული კოეფიციენტი | საბაზისო განაკვეთი 1მ2 (ლარებში) |
წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2 (3X4) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 1 | I ზონა ქ. ცაგერის ტერიტორია | 0.3 | 0.24 | 0.072 |
| 2 | II ზონა (შუალედური) მუნიციპალიტეტის სოფლების და სხვა დანარჩენი ტერიტორია | 0.15 | 0.24 | 0.036 |
2. კურორტებისა და საკურორტო ადგილებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ცენტრალური ზონისათვის დადგენილი ოდენობით.
მუხლი 5
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
მუხლი 6
1. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №16 დადგენილება „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“.
მუხლი 7
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები