,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

  • Word
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502053, 06/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.116.016051
  • Word
21
29/04/2011
ვებგვერდი, 110502053, 06/05/2011
200130000.35.116.016051
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №21

2011 წლის 29 აპრილი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №19 დადგენილებაში (ვებ პორტალი, 110401003, 05/04/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

    მუხლი 1

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I თავის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის, მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის XXIX თავის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:“.

     2. მუხლი მე-3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 3

განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო  

დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე  გაანგარიშებით, ლარებში:

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახეობები

განაკვეთი

(ლარი/ჰა)

ცაგერის მუნიციპალიტეტი

სათიბი

3.75

სათიბი გაკულტურებული

16

საძოვარი

2.25

საძოვარი გაკულტურებული

10

საკარმიდამო

65

სახნავი კარგი

65

სახნავი მწირი

55

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

10

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიით გამოყოფილი მიწა

3.0

    

 

“.

3. მუხლი 5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები,  დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების  წესები, აგრეთვე გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია

   საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.“.

    4. მუხლი მე-7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        ,,მუხლი 7

   ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გაგრძელდეს

   2011 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2

  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  მ. ლეთოდიანი