დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 411 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 09/08/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 15/08/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 280070000.05.002.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (15/08/1997 - 15/09/1997)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №411
1997 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმების დაჩქარების მიზნით:
1. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პასუხისმგებელი მუშაკებისაგან შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაში რეფორმების განხორციელების სტრატეგიისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებს.
2. სოციალური გადასახადების საგადასახადო ბაზის გაფართოებისა და სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემაში ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლებიდან გადასახდელი სახსრების მაქსიმალური მობილიზაციის მიზნით ზემოხსენებულმა ჯგუფმა ერთ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები ინდივიდუალურად დასაქმებული და მცირე საწარმოებში დაქირავებით მომუშავე მოსახლეობის სოციალური გადასახადებით დაბეგვრის სპეციალური წესების შესახებ.
3. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა 1997 წლის პირველი ოქტომბრიდან განახორციელოს სოციალური უზრუნველყოფის ხაზით პენსიების დანიშვნისა და გაცემის მთელი სისტემის ფინანსური კონტროლი და მონიტორინგი, რისთვისაც შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო ფონდის დებულებებში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა ამ ფონდის აპარატისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების შესანახად საჭირო სახსრების მოცულობაში.
4. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა ყოველთვიურად ტერიტორიული ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებთან ერთად განიხილოს და გააანალიზოს შესაბამის რეგიონში საპენსიო უზრუნველყოფისა და პენსიონერთა აღრიცხვის მდგომარეობა.
5. ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებმა პენსიონერთა აღრიცხვის მოწესრიგების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან გარდაცვალების შესახებ ცნობების გაცემისათვის დაწესებული საფასურის ანაზღაურება შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
6. ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად წარმოადგინოს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრმა თ. გაზდელიანმა.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები