ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 650
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66(73), 13/12/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
650
07/12/1999
სსმ, 66(73), 13/12/1999
000000000.00(0).000.000000
ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/1999 - 21/11/2000)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №650

1999 წლის 7 დეკემბერი

 ქ. თბილისი

ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უშიშროების სტრატეგიული ინტერსებიდან გამომდინარე, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებისა და სათანადო წესრიგის დამყარების მიზნით:

1. ქვეყანაში შეარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის სახელმწიფოებრივი კოორდინაცია განახორციელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო- ტექნიკურ საკითხთა მუდმივმა საუწყებათაშორისო კომისიამ.

2. „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებით დამტკიცებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო -ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების II თავის მე-6 პუნქტის მე-3 და მე-4 აბზაცის სახით დაემატოს:

„ – სახელმწიფოებრივ კოორდინაციას უწევს ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურებისათვის საჭირო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის სფეროს საქმიანობას, აგრეთვე ერთი სამინისტროდან (უწყებიდან) მეორე სამინისტროში (უწყებაში) მათი გადაცემის საკითხებს;

 – შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის დარგში საერთაშორისო მასშტაბით არსებული ინფორმაციისა და დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, ხელისუფლებას აწვდის ქვეყნის სამხედრო ძალების შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების შესაბამისად შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის ამსახველ ანალიზურ მასალებს“.

3. საქართველოს ძალოვანმა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების საფუძველზე შეადგინონ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა – გაყიდვის ყოველწლიური გეგმები და განსახილველად წარუდგინონ ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას; 2000 წლისათვის – მომავალი წლის 1 მარტამდე, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის – წინა წლის 1 ივნისამდე.

4. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა – გაყიდვის, აგრეთვე მათი სხვა სამინისტროსათვის (უწყებისათვის) გადაცემის ყოველი ცალკეული ოპერაცია განხორციელდეს ზემოაღნიშნული ყოველწლიური გეგმების შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო – ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომიის რეკომენდაციის საფუძველზე, ქვეყანაში დადგენილი წესით.

5. შეიარაღების, სამხედრო – ტექნიკისა და საბრძოლო მასალების შესყიდვა – გაყიდვასთან დაკავშირებული წინადადებების მონიტორინგისა და ექსპერტიზის მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო – ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

 

1. რევაზ სალუქვაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი პრობლემების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკადემიკოსი, ჯგუფის ხელმძღვანელი;

2. დავით ბაქრაძე  – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განიარაღებისა და

შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი;

3. გოჩა გოგუაძე    – თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების მთავარი ინჟინერი;

4. არჩილ ლეჟავა   – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისთავდაცვითი მრეწველობის საკითხთაგანყოფილების რეფერენტი;

5. ზაზა მაზმიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისსამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის            სამსახურის უფროსი, გენერალ – მაიორი;

6. ზურაბ მიმინოშვილი    – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს     თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების ფინანსების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე;

7. დევი ფირცხალავა – სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე სამეცნიერო კვლევების დარგში;

8. თეიმურაზ ჯავახია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს        სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების           უფროსი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო – ტექნიკურ საკითხთა მუდმივმა საუწყებათაშორისო კომისიამ განსაზღვროს ზემოაღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის წესი.

6. შეტანილ იქნეს ცვლილება „სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ საშტატო იარაღის, აგრეთვე ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღით ვაჭრობის, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტირების ლიცენზირების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 მარტის №103 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და ამ დებულებას დაემატოს მე –15 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„15. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის მიერ სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, საბრძოლო მასალების ყიდვა-გაყიდვის, მათ წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის, მომსახურების ნებართვის გაცემის, იარაღის, საბრძოლო მასალების ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის შესახებ წინადადებების განხილვის საფუძველია:

ა) შესაბამისი თხოვნა სამინისტროს, უწყების, ორგანიზაციის, დაწესებულების პირველი პირის ხელმოწერით, იარაღის, საბრძოლო მასალების ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით და ფასების ჩვენებით.

ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა“.

ე. შევარდნაძე

 

 

10. 27/12/2004 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 618 - სსმ, 154, 29/12/2004 9. 31/07/2004 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 305 - სსმ, 80, 03/08/2004 8. 07/12/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 491 - სსმ, 120, 13/12/2002 7. 26/11/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 489 - სსმ, 116, 27/11/2002 6. 04/09/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 395 - სსმ, 89, 06/09/2002 5. 30/01/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 29 - სსმ, 11, 01/02/2002 4. 31/10/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 431 - სსმ, 121, 14/11/2001 3. 01/03/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 78 - სსმ, 21, 08/03/2001 2. 31/01/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 31 - სსმ, 10, 02/02/2001 1. 21/11/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 494 - სსმ, 110, 27/11/2000