,,ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 დეკემბრის №650 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 დეკემბრის №650 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 03/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.003
  • Word
305
31/07/2004
სსმ, 80, 03/08/2004
120.340.000.05.002.003
,,ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 დეკემბრის №650 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №305

2004 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 დეკემბრის  №650 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 დეკემბრის №50 ბრძანებულებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 1999 წ., №66(73), მუხ. 1024) და ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტით დამტკიცებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

მიხეილ ჯანიკაშვილი – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტრო­ლო­გიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ჯგუფის ხელმძღვანელი

ზაზა ბრეგვაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველ­ყო­ფის დეპარტამენტის მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე

გიორგი გოგიბერიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირე­ბისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი

მამია გოგოლაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკის მართვის ცენტრის სამხედრო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე

მიხეილ გოგრიჭიანი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედვე­ლობის სახელმწიფო ინსპექციის ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი

გოჩა გოგუაძე – სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ მთავარი ინჟინერი

თეიმურაზ ლობილაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკი­თხ­თა განყოფილების მთავარი მრჩეველი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამი­ნისტროს განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი

თეიმურაზ მურღულია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ­როს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველ­ყო­ფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

დევი ფირცხალავა – სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დირექტორის პირველი მოადგილე სამეცნიერო კვლევების დარგში.

მ. სააკაშვილი