დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის №217 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 23/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №50
2006 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის №217 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. გაუქმდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი).
2. ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა.ლომაია) უზრუნველყოს კომიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის №217 ბრძანებულება.
4. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები