დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ა. ჩხიკვაძისა და ა.კვიტაიშვილისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ა. ჩხიკვაძისა და ა.კვიტაიშვილისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1063
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 23/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1063
19/12/2005
სსმ, 149, 23/12/2005
000000000.00(0).000.000000
დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ა. ჩხიკვაძისა და ა.კვიტაიშვილისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/12/2005 - 24/07/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1063

2005 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ა. ჩხიკვაძისა და ა.კვიტაიშვილისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ალექსანდრე ჩხიკვაძეს და თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე კვიტაიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და რესპუბლიკა მოლდოვას, საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის და საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებათა ტექსტების მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 ნოემბრის 960 ბრძანებულება „დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილისა და ა. ჩხიკვაძისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.

 მ. სააკაშვილი