დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, მ. ვაწაძის, ა. ჩხიკვაძისა და ა. კვიტაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 447 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 25/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/07/2006 - 05/07/2007)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №447
2006 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, მ. ვაწაძის, ა. ჩხიკვაძისა და ა. კვიტაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მამუკა ვაწაძეს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ალექსანდრე ჩხიკვაძესა და თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე კვიტაიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და რესპუბლიკა მოლდოვას, საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებათა ტექსტების მიღების მიზნით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 დეკემბრის №1063 ბრძანებულება „დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ა. ჩხიკვაძისა და ა. კვიტაიშვილისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები