ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7(14), 19/02/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
59
16/02/1999
სსმ, 7(14), 19/02/1999
000000000.00.00.000000
ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/02/1999 - 11/05/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №59

1999 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის დებულება.

ე. შევარდნაძე

ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის დებულება

 

I. ზოგადი დებულებანი

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების (შემდგომში – მილსადენი) უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია „საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 დეკემბრის №709 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. კომისიის ამოცანაა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მოქმედების კოორდინაცია მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,   საქართველოს  კანონებით,   საქართველოს   პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე ამ დებულებით.

4. კომისიის ადგილსამყოფელია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; თბილისი,  რუსთაველის გამზირი №8.

 

II. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

5. კომისია განიხილავს და ამტკიცებს მილსადენის უსაფრთხოების საერთო  სქემას.

6. კომისია განიხილავს და გააანალიზებს მილსადენზე შესაძლო ან განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მიღებულ ინფორმაციას.

7. კომისია შეიმუშავებს მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას წარმოქმნილი ექსტრემალურ სიტუაციებში ღონისძიებაში მონაწილე უწყებების ურთიერთმოქმედების გეგმას.

8. კომისია ატარებს სასწავლო წვრთნებს მილსადენის უსაფრთხოების სისტემაში ნაკლოვანებების გამოსავლენად.

 

III. კომისიის რეგლამენტი

9. კომისიის სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ მაინც, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით.

10. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათი წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.

11. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.

12. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს კომისიის თავმჯდომარე.

 

IV. კომისიის სტრუქტურა

13. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე.

14. კომისიის თავმჯდომარე გაწეული მუშაობის შესახებ ექვს თვეში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს.

15. „საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 დეკემბრის №709 ბრძანებულებით განსაზღვრულია კომისიის შემადგენლობა.

 

V. გარდამავალი დებულებები

16. კომისიის ლიკვიდაცია, მის საქმიანობაში, სტრუქტურაში და ამ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტით.