საქართველოს პრეზიდენტთან თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტთან თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 614
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/11/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58(65), 10/11/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
614
06/11/1999
სსმ, 58(65), 10/11/1999
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტთან თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/11/1999 - 19/05/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №614

1999 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

„დიდი აბრეშუმის გზის“ პროგრამის ინტერესებიდან გამომდინარე, უახ­ლე­სი თანამგზავრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან თანამ­გზავრული ტექნო­ლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო.

2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავ­რული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შემად­გენ­ლობა თანდართული სიის მიხედვით.

3. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამ­გზავ­რული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს თან­დართული დებულება.

4. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს პასუხისმგებელმა მდივანმა ჯ. ლომინაძემ საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წა­რმოუდ­გინოს წინადადება თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ და მისი დებულება.

5. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს - სახელმწიფო კან­ცელარიის უფროსს პ. მამრაძეს.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა:

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე

პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი

სერგო ესაკია – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი

თედო ისაკაძე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი

გრიგორ კინტერაია – კომპანია „გრეამის“ (გერმანია) პრეზიდენტი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი

ჯუმბერ ლომინაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი, თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის მთავარი კოორდინატორი

ელგუჯა მეძმარიაშვილი            – საქართველოს სპეციალური საინჟინრო-სახელმწიფო ცენტრის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი

როალდ საგდეევი – მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტის „აღმოსავლეთ-დასავლეთი“ ცენტრის დირექტორი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი

ნუგზარ საჯაია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

ლევან ჯაფარიძე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი დებულებანი

1. თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკო­ორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო თანამგზავრული ტექნოლოგიების დარგსა და მათი გამოყენების სფეროებში.

2. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო თავის საქმი­ანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქარ­თველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

II. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

3. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო:

ა) რის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მი­მარ­თულებებს თანამგზავრული ტექნოლოგიების დარგში და ამ ტექნოლოგიების გამოყენების სფეროებს: ტელემატიკა, ტელემედიცინა, დისტანციური სწავლება და სხვა;

ბ) კოორდინაციას უწევს კოსმოსური ტელეკომუნიკაციური სა­ინფორმაციო სისტემის შექმნასა და მის ფუნქციონირებას შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან და სამსახურებთან;

გ) კოორდინაციას უწევს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში;

დ) ახორციელებს საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების კონტროლს.

III. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს უფლებები

4. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს აქვს უფლება:

ა) შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები საკონსულტაციო-საკო­ორდინაციო საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა და წინადადებების მომზადებისათვის;

ბ) მოისმინოს და დაამტკიცოს სამუშაო ჯგუფების ანგარიშები;

გ) მოითხოვოს და მიიღოს იურიდიული პირებისაგან, საქარ­თველოს სამინისტროებისა და უწყებებისაგან ნებისმიერი ინფორ­მაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

IV. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაცია

5. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო იკრიბება საჭირო­ებისდა მიხედვით, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც.

6. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საორგანიზაციო საქმიანობას ახორციელებს პასუხისმგებელი მდივანი.

V. დებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის წესი და საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა

7. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

8. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო წყვეტს თავის საქ­მიანობას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.