სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ

  • Word
სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/11/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57(64), 05/11/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
612
02/11/1999
სსმ, 57(64), 05/11/1999
000000000.00(0).000.000000
სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/11/1999 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №612

1999 წლის 2 ნოემბერი

 ქ. თბილისი

სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ

აღინიშნოს, რომ სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასება და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით რეგულარულ გამოკვლევათა განხორციელება მიჩნეულია მსოფლიო ბანკის სტრუქტურული გარდაქმნის მესამე კრედიტის (SAG – III) მეორე ტრანშის ერთ-ერთ ძირითად პირობად.

მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სამეწარმეო სფეროში ლიცენზირების რეფორმის განხორციელების შედეგების შეფასებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ.ხეცურიანი):

ა) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გამცემი ორგანოებისაგან მიღებული ლიცენზიის თაობაზე უწყებრივ რეესტრში შეტანილი მონაცემების საფუძველზე ყოველკვარტალურად მიაწოდოს სრული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ამ ინფორმაციის გადამუშავებასა და მის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და სხვა სამთავრობო გადაწყვეტილებათა პროექტების სამართლებრივი ხასიათის ექსპერტიზაში.

2. რეკომენდაცია მიეცეთ ლიცენზიების ამღებ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ლიცენზიების აღებასა და სალიცენზიო საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები მიაწოდონ საქართ­ველოს ეკონომიკის სამინისტროს.

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა):

ა) მიღებული ინფორმაციების, აგრეთვე მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უშუალოდ მიღებული და საკუთარი გამოკვ­ლევით მოპოვებული მასალების საფუძველზე კვარტალში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სათანადო მოხსენება ლიცენზირების რეფორმის სფეროში არსებული ვითარების შესახებ და წინადადებები ძირითადი პრობლემების გადაჭრის თაობაზე;

ბ) შეიმუშაოს ლიცენზირების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა და შესაბამის წინადადებებთან ერთად 1999 წლის ბოლოსათვის წარუდგინოს განსახილველად საქართველოს პრეზიდენტს.

4. ეს ბრძანებულება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.

ე. შევარდნაძე