საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47(54), 30/09/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 18/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
556
25/09/1999
სსმ, 47(54), 30/09/1999
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/1999 - 16/07/2000)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №556

1999 წლის 25 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის დანიშნულებისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით:

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისათვის საქართ­ველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 30 აგვისტოს №121 ბრძანებულებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 თებერვლის №82 განკარგულებითა და 1996 წლის 28 დეკემბრის №847 ბრძანებულებით გადაცემული საწარმოები 1-ლი დანართის მიხედვით და მათ ბაზაზე შეიქ­მნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე დაწესებულებები, თანახმად მე-2 დანართისა.

2. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა:

ა) დადგენილი წესით დაამტკიცოს ახლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წესდებები, დანიშნოს მათი ხელმძღ­ვანელები, განახორციელოს სხვა საჭირო ორგანიზაციული ღონის­ძიებები;

ბ) დადგენილი წესით განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სახელმწიფო კონტროლი;

გ) ლიკვიდირებულ სახაზინო საწარმოთა სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის საკითხი შეუთანხმოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამი­ნისტროს;

დ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით ადრე დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებებში: „გერგეთსა“ და „აბსოლუტ კონსალტინგში“ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისათვის დელეგირებულ აქციათა პაკეტის მართვა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურულ-კომერციულ ცენტრ „ქართული სახლის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტრუქტურის ფორმირებისა და მართვის ღონისძიებები განახორციელოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობათა შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

დანართი 1

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციას დაქვემდებარებულ სახაზინო საწარმოთა ნუსხა

სახელმწიფო კანცელარიის მომსახურების სააგენტო სამთავრობო ღონისძიებათა მომსახურების ბიურო №2 ადმინისტრაციული შენობის სამმართველო ტრანსპორტის სამმართველო კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია წინანდლის სამთავრობო რეზიდენცია ბორჯომის სახელმწიფო რეზიდენცია სანატორიუმი „წყალტუბო“ წყნეთის საგარეუბნო აგარაკების სამმართველო ოქროყანისა და კოჯრის საგარეუბნო აგარაკების სამმართველო საგამომცემლო-პოლიგრაფიული ცენტრი „კრწანისი“ აგრომრეწველობის სამმართველო.

საქართველოს სახელმწიფო

კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე

 

დანართი 2

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნუსხა

სახელმწიფო კანცელარიის მომსახურების სააგენტო ტრანსპორტის სამმართველო

კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია

წინანდლის სამთავრობო რეზიდენცია

ვარციხის სამთავრობო რეზიდენცია

ბორჯომის სახელმწიფო რეზიდენცია

წყალტუბოს სახელმწიფო რეზიდენცია

წყნეთის საგარეუბნო აგარაკების სამმართველო

ოქროყანისა და კოჯრის საგარეუბნო აგარაკების სამმართველო

საგამომცემლო-პოლიგრაფიული ცენტრი „კრწანისი“.

საქართველოს სახელმწიფო

კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე