დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 სექტემბრის №566 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/07/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 25/07/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №306
2000 წელი 16 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 სექტემბრის №566 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 სექტემბრის № 556 ბრძანებულებაში და დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ ქ. მოსკოვში, არბატის ქ. №42-ში არსებული №1 ნაგებობის საქართველოს საკუთრებად აღიარების გამო ერთ თვეში უზრუნველყოს ქ. მოსკოვში სამსახურის ფილიალის – კულტურულ ცენტრ „ქართული სახლის” ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და ფილიალის ფუნქციონირების გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება”.
2. „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 სექტემბრის № 566 ბრძანებულებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს – ივერია-სერვისი №2 დანართს – ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ივერია”.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები