საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 19/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
408
14/10/2001
სსმ, 112, 19/10/2001
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/10/2001 - 09/03/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №408

2001 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ

საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შო­რის ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის შესახებ წარმოებული მოლაპარაკების ოქმის შესაბამისად, ელექტროენერგიის ბაზრის ხელშემწყობი პროექტის განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირცხუ­ლავა) და ფინანსთა სამინისტრომ (. ნოღაიდელი) ერთობლივი ბრძანების ფორმით უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსა­ხურე ორგანიზაციის დაფუძნება და მისი დებულების დამტკიცება.

2. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის სახელ­მწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განი­საზ­ღვროს მისი დებუ­ლებით. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის სახელმწიფო კონტროლი განა­ხორციელონ საქართველოს სათბობ-ენერგეტი­კის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ.

3. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დებულე­ბაში გათვალისწინებულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებ­ლობისა და საქართველოსა და  განვითარების საერთაშორისო ასოცია­ციას შორის ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის შესა­ხებ წარმოებული მოლაპარაკების ოქმისა და 2001 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით.

4. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექტო­რი­სა და სხვა  მოსამსახურეთა შერჩევა გან­ხორ­ციელდეს საქარ­თველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვ­ნათა დაცვით, იმ პროცედურებით, რომლებიც შეესაბამება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.

5. საქართვლოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანე­ბულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი პროცედურების შედეგად თანამდებობაზე დასანიშნად წარმოადგინონ  ელექტროენერ­გიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექ­ტორის  კანდი­დატურა.

ე. შევარდნაძე