დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 10/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №155
2010 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა 2010 წლის 31 მარტამდე უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის (შემდეგში – ორგანიზაცია) ლიკვიდაცია.
2. საქართველოს ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები ორგანიზაციის უფლებებისა და მოვალეობების შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებლად.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 ოქტომბრის №408 ბრძანებულება.
5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 31 მარტიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები