ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110331009, 04/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.119.016074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
30/03/2011
ვებგვერდი, 110331009, 04/04/2011
200230000.35.119.016074
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/04/2011 - 04/05/2011)

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2011 წლის 30 მარტი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -7 მუხლის პირველი ნაწილის, 29 -ე თავის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის 394 დადგენილების შესაბამისად:

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

შემოღებულ იქნეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №38 დადგენილების მე -2 მუხლის 1 -2 -3 და მე -6 პუნქტები.

    მუხლი 3.

დადგენილებ ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                      გ. გელენიძე

 

დანართი № 1

ხონის მუნიციპალიტეტის ტეიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201 -ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 %. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3 -ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2 -ჯერ;

გ) 2004 წლის მიღებულ აქტივებზე – 1,5 -ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს 3 -ჯერ.

    მუხლი 3. საწარმოსთვის /ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%

    მუხლი 4

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;

ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8%.

    მუხლი 5

1. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ 1 ჰა მიწაზე – 59 ლარი ;

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების 1ჰეტარზე:

ბ.ა) სათიბებზე – 16 ლარი ;

ბ.ბ) საძოვრებზე – 10 ლარი .

2. ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობების ტყეების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 20 ლარით.

3. ბუნებრივი რესურსები მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების 1 ჰა -ზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 3 ლარით.

    მუხლი 6.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ2 -ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:

1. ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქალაქ ხონის ტერიტორიაზე – 0,5) .

2. ხონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლების და თემების ტერიტორიაზე – 0,25 .

    მუხლი 7.

არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ2 დასაბეგრი ქონების წლიური გადასახადია:

1. ქ. ხონის ტერიტორიაზე – 0,12 ლარი .

2. ხონის მუნიციპალიტეტის შემდგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიაზე – 0,06 ლარი .

    მუხლი 8

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზისო განაკვეთი 1 მ2-ზე შეადგენს 0,24-ს.

    მუხლი 9.

 ქონების გადასახადი არ ვრცელდება ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო0 სამეურნეო, დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე.

    მუხლი 10

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.