დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.119.016114 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/03/2012 - 10/09/2012)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 9
2012 წლ ის 21 მარტი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე- 7 მუხლის პირველი ნაწილის, 29- ე თავის, „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის № 50 დადგენილების შესაბამისად:
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №15 დადგენილება „ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ .
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201- ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება. რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2 000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2 000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წლის მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 3
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 4
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების ღირებულების 0,2%;
ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8%.
მუხლი 5
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავი(მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო | 71 |
| 2 | სათიბი (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 19 |
| 3 | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 15 |
| 4 | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით | 35.5 |
| 5 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები. | 3 |
მუხლი 6
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ.-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ხონი) – 0,5;
ბ) ხონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 0,25.
მუხლი 7
არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვმ- ზე ქონების გადასახადია:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის(ქ. ხონი) 0,12 ლარი;
ბ) ხონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის 0,06 ლარი.
მუხლი 8
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები