ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33(40), 17/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
434
12/07/1999
სსმ, 33(40), 17/07/1999
000000000.00(0).000.000000
ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/07/1999 - 29/08/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №434

1999 წლის 12 ივლისი

 ქ. თბილისი

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების იმპორტისა და რეალიზაციის სახელმწიფო კონტროლის, აღრიცხვიანობისა და დაბეგვრის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დეკლარირების მიზნით 1999 წლის 15 აგვისტოდან სპეციალური ფორმის, მკაცრი აღრიცხვის, საგანგებო დაცვის ნიშნების მქონე (ტექსტში შემდეგში – სპეციალურ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციების ცენტრალიზებული წესით გაცემა და აღრიცხვა.

2. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დეკლარირება სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციებით მოხდეს შეზღუდვებისა და კვოტირების გარეშე, სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო ვალდებულებათა აღსრულების საფუძველზე:

– იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში იმპორტთან დაკავშირებული ყველა (მათ შორის ეკოლოგიის) გადასახადის გადახდის შემდეგ;

 – ყველა დანარჩენი საბაჟო რეჟიმების შემთხვევაში (რომელთა შედეგად ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები კვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ტრანზიტის ჩათვლით) ფულადი დეპოზიტის და / ან სახელმწიფოსათვის მისაღები საბანკო გარანტიის და /ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის (იმპორტის რეჟიმის გადასახადების ეკვივალენტური თანხით) წარმოდგენის შემდეგ.

3. 1999 წლის 15 აგვისტოდან ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა მოხდეს მხოლოდ საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე.

4. 1999 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. ჩიკვილაძე) შეამოწმოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ნაშთების ლეგალურობა და გასცეს სპეციალური ფორმის, მკაცრი აღრიცხვის, საგანგებო დაცვის ნიშნების მქონე (ტექსტში შემდეგში –სპეციალური) დღგ–ს ანგარიშ-ფაქტურები.

5. 1999 წლის 29 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალოს:

ა) იმპორტირებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია მათი თანმხლები სპეციალური საბაჟო-სატვირთო დეკლარაციის ან მათ საფუძველზე გამოწერილი სპეციალური დღგ–ს ანგარიშ-ფაქტურების გარეშე;

ბ) ადგილობრივი წარმოების ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია მათი თანმხლები, მწარმოებლის მიერ ან მის საფუძველზე გამოწერილი სპეციალური დღგ–ს ანგარიშ-ფაქტურების გარეშე.

6. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა 1999 წლის 5 აგვისტომდე დაამტკიცოს „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების აღრიცხვის წესი“.

7. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა და საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტებმა ერთობლივად განახორციელონ ღონისძიებანი ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების აღრიცხვაში სრულად მოქცევის მიზნით.

8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვ. ლორთქიფანიძემ.

ე. შევარდნაძე